როგორ და რა თანხად ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს

როგორ და რა თანხად ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს

access_time2018-05-17 20:00:36


წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეა და შესაბამისად 26 მაისის ღონისძიებებიც უფრო მასშტაბურად იგეგმება.


როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლობის დღის მთავარი ადგილი კვლავ თავისუფლების მოედანი იქნება, სადაც წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.


ქართველი ჯარისკაცები  ერთდროულად 6 ადგილზე  დადებენ ფიცს - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში- ქოროღლის ციხესთან, დიდგორში და ბათუმში გაიმართება.

 

ფიცის დადების ცერემონიალს საფრანგეთიდან და ლიტვიდან მოწვეული ორკესტრები გააფორმებენ.

 

საქართველოს ჰიმნს  საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს.  ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“.

 

მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები;  საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები.

 

რუსთაველის გამზირზე იმუშავებს ჯანსაღი კაფე, სადაც  პროდუქციის შეძენის შემთხვევაში გადახდილი თანხა მთლიანად საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.

 

მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 100-ზე მეტი სტარტაპერი, ქართული და საერთაშორისო კომპანიები.

26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება  17 საათი და  10 წუთი,  ზუსტად ის დრო,  როდესაც  1918 წელს,  ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 


თბილისში,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში  100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართება. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები.

 

რეგიონებში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდება. თბილისში დაგეგმილ გალა კონცერტზე კი, სპეციალურად ამ დღისთვის,  5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შესრულდება.

 

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება,  სამეცნიერო კონფერენცია, საჯარო ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია.

 

საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობები, მთელი წლის განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყობენ პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ისტორიულ ფოტოგამოფენებს, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველ ღონისძიებებს.

 

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული  დიასპორა, მათი მონაწილეობით ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა.

 

 

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 26 მაისს საქართველოს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა, მათ შორის იქნება ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და სლოვაკეთის პირველი პირები. 

 

ამავდროულად ჩამოვლენ 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშილი აცხადებს, ასეთი მაღალი რანგის სტუმრები საქართველოს ერთდროულად არასდროს ჰყოლია და ამიტომაც წლევანდელი 26 მაისის ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. 


გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დღეს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ცნობილი ეკონომიკური ფორუმი krynica-ის ბრენდი და ამ ფორუმს საზეიმოდ გახსნიან საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს ინიციატივა კი ქვეყნანას მოუტანს უფრო მეტ პოპულარობას და დაეხმარება უფრო მეტი ევროპელი ინვესტორის მოზიდვაში.

 

GBC -ის ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიებებზე მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებზე 3.3 მლნ ლარზე მეტი მიემართება. 

 მათ შორის:

 

თავდაცვის სამინისტრომ 1.320  მილიონი ლარი მოითხოვა ღონისძიებისთვის მოსამზადებლად.

 

თბილისის მერია 606 000 ლარს დახარჯავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო  - 300 875ლარს; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  - 294 641 ლარს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  - 225 000 ლარს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  250 000 ლარს.

 

სხვა უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვისთვის მოთხოვნილი თანხები ასეთია:

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია  - 9000 ლარი,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო -  16 980 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი -  18000 ლარი, 7 500 ლარი, დაცული ტერიტორიების სააგენტო   194 640 ლარი,  ქ. ბათუმის კულტურის ცენტრი - 80 000 ლარი; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო -  52 250 ლარი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 4000 ლარი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 32500 ლარი.  

 

აღსანიშნავია, რომ  26 მაისს  7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. ცნობილია, რომ  პრეზიდენტებს   ქართველი კოლეგა  უმასპინძლებს. თუმცა უცნობია პრეზიდენტების და დელეგაციების მასპინძლობის ხარჯები. 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს 100-ზე მეტ ქალაქში 300-მდე ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე




ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up