კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0556 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.0638 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.0516-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6. 8551 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.8560-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი დღის განმავლობაში მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/481.2500 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 480.8800-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7000-ის ნიშნულზე იყო.