ეროვნული ბანკის მიერ 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7886 ლარი გახდა.
ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.06%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.7875 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გამყარდა და 17.84 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.67%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.8407-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 407.8 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.60%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 408.7500-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6987 ნიშნულზე იყო.