26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2270-მდე გაუფასურდა
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.47%-ით 13.5468-მდე, რუბლი 0.54%-ით 79.1264-მდე, დრამი 0.11%-ით 482.0100-მდე გამყარდა. აზერბაიჯანული მანათი კი 0.17%-ით 13.5468-მდე გაუფასურდა.