კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 23 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 27 აპრილისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გაუფასურდა და 3.4534 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.4400 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4500-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.315 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.3853 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.2912-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 520,7 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კიდილიდან ვაჭრობა $1/520.7000 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 520.7600 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6974 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6987 ნიშნულზე იყო.