25 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებლი 1.3 მლნ  აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი

25 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებლი 1.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი

access_time2020-10-26 15:17:49

2020 წლის 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.




მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 2 894 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
ვაშლი



1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up