25 მლნ დოლარის ინვესტიციით თბილისში Radisson-ის ბრენდის სასტუმრო შენდება

25 მლნ დოლარის ინვესტიციით თბილისში Radisson-ის ბრენდის სასტუმრო შენდება

access_time2022-06-03 16:00:15

თბილისს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი, ოთხვარსკვლავიანი განთავსების ობიექტი შეემატება. დედაქალაქის ცენტრში, გია ჭანტურიას ქუჩაზე Park Inn by Radisson შენდება. 200 ნომრიან სასტუმროს, 25 მლნ დოლარის ინვესტიციით „პარკ ჰოთელსი“ აშენებს. კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი გვიყვება, რომ შენობა 14 სართულიანია, 3 მიწისქვეშა სართულით, რომელიც უკვე აშენებულია. იგი ამბობს, რომ Park Inn Radisson- ის ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება საქართველოში, რაც მისივე თქმით, საინტერესო იქნება  ქალაქისთვის. საინტერესოა სასტუმროს კონცეფციაც, რომელიც სკანდინავიური სტილითაა შემუშავებული.  სიმყუდროვითა და სიმარტივით გამორჩეულ სასტუმროში მეხუთე სართულზე ბაღი-ტერასა მოეწყობა, რომელიც ხილვადი იქნება ჭანტურიასა და თაბუკაშვილის ქუჩების კუთხიდან. Park Inn ასევე საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებსა და სპა ცენტრ გააერთიანებს.

 



„მშენებლობა დროებით შეჩერებულია თუმცა, პროცესი ძალიან მალე განახლდება.  სასტუმროს უპირატესობა პირველ რიგში მისი ლოკაციაა, ასევე აღსანიშნავია ის, რომ Radisson- ის ეს ბრენდი საქართველოში არ არის წარმოდგენილი და არის ძალიან საინტერესო კონცეფციის - მარტივი სკანდინავიური დიზაინის სასტუმრო - მინიმალისტური და დაბალანსებული. ექნება ძალიან დიდი საკონფერენციო სივრცეები, 500 კვ.მ ტერასა ულამაზესი ხედებით ძველ თბილისზე, ექნება საპარკინგე ზონები, რომელიც სამ სართულზე უკვე მოწყობილია. ასევე შენობის ბოლო სართულებზე მოეწყობა ძალიან ლამაზი სპა ცენტრი ღია აუზით, საუნით სატრენაჟორო დარბაზით ა.შ.“, - აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

 




„პარკ ჰოთელსის“ დირექტორი აცხადებს, რომ Park Inn by Radisson დედაქალაქის ცენტრში არსებულ მაღალი კლასის სასტუმროებს დიდი კონკურენციას გაუწევს. თორნიკე ჯანაშვილი ამბობს, რომ სასტუმროს ლოკაცია ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება, რადგან იქვეა 9 აპრილის პარკი, პრეზიდენტის სასახლე და განახლებული ორბელიანი. მისვე თქმით სასტუმრო კონცეპტუალურად განსხვავებულია, სხვა პროდუქტია და ფასიც ხელმისაწვდომი იქნება. Park Inn by Radisson პირველ სტუმარს სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up