25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყოველი მეოთხე უმუშევარია

25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყოველი მეოთხე უმუშევარია

access_time2022-05-18 12:00:56

2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით 2.1%-ით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი 3%-ით 20.6%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 4 წლის მაქსიმუმია. უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალი 25 წლამდე ასაკის პირებშია და შემდეგ მცირედით კლებულობს, თუმცა ამ კლების მიუხედავად 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ოფიციალურადაც კი ყოველი მეოთხე უმუშევარია. ინფორმაციას  ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

 

დასაქმებულთაგან დაქირავებით დასაქმებულთა წილი 68.2%-ს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის მაჩვენებელს 0.1%-ით აღემატება, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად მცხოვრები მცირე მიწის მფლობელიც კი დასაქმებულად ითვლება, ოფიციალური სტატისტიკით სოფლებში უმუშევრობის დონე 18.2%-ა, ქალაქებში - 22.2%. რეალურად ეკონომიკური დონე სოფლებში უფრო მძიმეა, შიდა მიგრაცია სწორედ ამიტომაა სოფლიდან ქალაქში და არა პირიქით.


 

წინა წლების მსგავსად, უმუშევრობის დონე კაცებში კვლავ უფრო მაღალია და 22.7%-ს შეადგენს, ქალებში ანალოგიური მაჩვენებელი 17.8%-ა. თუმცა სამუშაო ძალის მაჩვენებელი ქალებში 40.5%-ა და კაცებში 62.9%.

 

უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი 15-19 წლის ახალგაზრდებშია და 52.2%-ს შეადგენს. 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში უმუშევრობა 41%-ა, 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 27.8%, 30-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 24.5%. ყველაზე დაბალი 6% კი 65 წელს გადაცილებულთათვისაა. 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ოფიციალურადაც კი ყოველი მეოთხე უმუშევარია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up