"24 შემთხვევა ეს არის საყურადღებო, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ეს არ არის საგანგაშო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული და მე კვლავ მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სოციალური პასსუხისმგებლობა, დაიცვან სოციალური დისტანცირება, გამოიყენონ პირბადე და მიმართონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის 1 თებერვლიდან მოწოდებული.
გარდაბნის მოსახლეობას კი მინდა მივმართო თხოვნით, ითანამშრომლონ ჩვენს ეპიდემიოლოგებთან, რომლებიც ამ მომენტისათვის იმყოფებიან გარდაბანში და ატარებენ აქტიურ თერმოსკრინინგს და ასევე მიზნობრივ ტესტირებას, ვინაიდან ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმ დაცულობას, რომ მთავრობას არ დასჭირდეს კიდევ ერთხელ მიმართოს უკიდურეს ზომებს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განაპირობებს კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან და კარგ იარაღს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას ამ ვირუსთან ბრძოლაში." - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ