გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე - ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.