ხვალ, 24 სექტემბერს 11:00 საათზე ისნის გამგეობასთან, „ლელო საქართველოსთვის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა ბრიფინგს გამართავს და გააპროტესტებს აღნიშნული გამგეობის მხრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა მოიცავს მნიშვნელოვან სტატისტიკურ და სხვა ტიპის ინფორმაციას რაიონის და მისი მაცხოვრებლების შესახებ“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
NS