კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.2536 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2950-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.7008 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.6425-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი თითქმის არ შეცვლილა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/485.6700 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 486.1300 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6988 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988-ის ნიშნულზე იყო.