24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემა 3-5 წელიწადში გადაიჭრება-პრემიერი

24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემა 3-5 წელიწადში გადაიჭრება-პრემიერი

access_time2020-06-26 15:33:34

წყალმომარაგება ჩვენი ქვეყნის სტრუქტურული და სისტემური პრობლემაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ერთი და ორი წლის დაგროვილი პრობლემა და ვერ მოხდება მისი 2 დღეში და 2 წელიწადში გადაწყვეტა. 2019 წელს დამატებით 70 ათასი ადამიანი უზრუნველყოფილი იყო 24 საათიანი წყლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები.



„დასრულდა 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტები ურეკში, მესტიაში, ანაკლიაში, ხობში და კასპში. ასევე, დასრულდა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც დაახლოებით 90 000 მოქალაქეს ეხება. წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები. საერთო ჯამში 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ეს საქართველოს წყალმომარაგების სისტემის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადაყვანის პრობლემას ვერ აგვარებს, მსგავსი პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სამუშაოები კიდევ დაახლოებით 3-5 წელია გასატარებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში წყალმომარაგების და წყალარირების სისტემა ელემენტარულ სტანდარტს დაემსგავსოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ 300 000 ბენეფიციარს ექნება 24 საათიანი წყალი, ძალიან კარგად გვესმის, რომ დარჩენილ ასობით ათასი ბენეფიციარებისთვის წყალია კიდევ მისაყვანი", განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up