24 მაისს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება

24 მაისს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება

access_time2018-05-19 13:13:47

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგ სამუშაო შეხვედრა პრაღაში 24 მაისს გაიმართება. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზაცია საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ფოკუსირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო პრობლემატიკაზე, გარკვეულ ჰუმანიტარულ თემებზე. ამჯერად, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზაცია საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. 

მოგეხსენებათ, ამ შეთანხმების ფარგლებში, გასული წლის ბოლოს ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან. გუშინ რუსეთის მხარემ გააფორმა ანალოგიური შეთანხმება იგივე კომპანიასთან. გამოვთქვამთ იმედს, რომ რუსეთის მხარე კეთილსინდისიერად შეასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 

შეხვედრის ფარგლებში, შევეცდები მოვისმინო რას გეგმავენ და როგორია მათი ხედვა. შემდგომ უკვე შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნება ერთობლივი - ქართულ-რუსულ-შვეიცარიული საექსპერტო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ პროექტის პრაქტიკულ რეალიზაციას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 



საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up