24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით თბილისიდან და ნატახტარიდან შიდა ფრენები შესრულდება

24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით თბილისიდან და ნატახტარიდან შიდა ფრენები შესრულდება

access_time2016-06-21 17:29:16

24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით თბილისიდან და ნატახტარიდან შიდა ფრენები შესრულდება. ბათუმი-თბილისი- ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია “SKYBUS” შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი- ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია „სერვის ეარი” იფრენს, ავიაბილეთის ფასი 80 ლარი იქნება.


Skybus-ი ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.


ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისები 21 ივნისიდან დაიწყო, რომელსაც ავიაკომპანია „სერვის ეარი” განახორციელებს.  კომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბთსა და კვირას 17 ადგილიანი L410 საჰაერო ხომალდით იფრენს.

 

ფრენების განრიგი: 

ორშაბათი და ოთხშაბათი:

ბათუმი-თბილისი: 07:30

თბილისი-ბათუმი: 09:00


პარასკევი: 

ბათუმი-თბილისი: 19:25

თბილისი-ბათუმი: 20:50

სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: 

ნატახტარი - ბათუმი: 09:00

ბათუმი - ნატახტარი: 11:00.

 

ყაზახური ჩარტერული ავიაკომპანია “SKYBUS” დაარსდა 2008 წელს. 


ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს ორ 50 ადგილიან CRJ-100 ტიპის ავიახომალდს.


ამჟამად ავიაკომპანია ასრულებს ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო 24 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს შიდა ფრენებს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით.


კომპანია სერვის ეარი 2004 წლიდან ქვეყნის შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს ნატახტარის აეროდრომიდან ახორციელებს.  2007 წლიდან დღემდე კომპანია 


ჩარტერტული და რეგულარული ავიარეისებით მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან L410 ტიპის 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით დაფრინავს, ხოლო 2016 წლიდან "სერვის ეარი" რეგულარულ ავიარეისებს მესტიისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up