23 ლეგენდა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ - უკრაინელებმა სიაში კალაძე შეიყვანეს

23 ლეგენდა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ - უკრაინელებმა სიაში კალაძე შეიყვანეს

access_time2020-06-07 11:20:12

უკრაინულმა გამოცემა „ფუტბალ.უა“-მ იმ ცნობილ ვარსკვლავების სია შეადგინა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშეს, ამ საპატიო სიაში კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი და „მილანის“ ყოფილი ვიცეკაპიტანი კახა კალაძე დაასახელა.

„სიაში მხოლოდ ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებმაც კარიერა ისე დაასრულეს, რომ პლანეტის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე ვერ ითამაშეს, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებად სამართლიანად მიიჩნევენ“, – წერს გამოცემა.

ამრიგად, თქვენი ყურადღება იმ მოთამაშეთა გუნდს, რომელთაც მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშიათ:

მეკარეები: ნევილ საუტჰოლი, ალენ გუამენეიუსი იასკელაინენი

მცველები: ავი კოენი, როჯერ მენდი, სემი ჰიუპია, ჰასან სალიჰამიჯიჩი, კახა კალაძე, იონ არნე რიისე


ნახევარმცველები: ჯორჯ ბესტი, აბედი პელე, იარი ლიტმანენი, რაიან გიგზი, პატრიკ ბერგერი, ვლადიმირ შმიცერი, ხუან არანგოსეიდუ კეიტა, ალექსანდრე გლები

თავდამსხმელები: ალფრედო დი სტეფანო, იან რაში, ჯორჯ ვეა, ეიდურ გუდიონსენი, დიმიტარ ბერბატოვი

გამოცემამ ყველა მოთამაშე ცალკე დაახასიათა, მათ შორის – საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანიც კახა კალაძე.

„კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ გუნდში 83 მატჩი გაატარა (მეტი შეხვედრა მხოლოდ „მილანში“ აქვს), რაც „ჯვაროსნებში“ მეოთხე მაჩვენებელია. „როსონიერის“ შემადგენლობაში, კალაძემ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ – სერია „ა“, ისევე როგორც მრავალი სხვა ტიტული. კიევის „დინამოსთან“ ერთად კალაძე სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებული და უკრაინის თასის მფლობელი, ხოლო თბილისის „დინამოსთან“ ერთად 4-4-ჯერ მოიგო ჩემპიონატი და საქართველოს თასი. გარდა ამისა, საქართველოში მცველი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ აღიარეს“, – წერს „ფუტბოლ.უა“.


1tv

თეგები:
კალაძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up