23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი  ჯაბა ფუტკარაძე და ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი კოჯი მაცუნო ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ

23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი კოჯი მაცუნო ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ

access_time2021-06-24 10:00:00

ტოიოტას ახალი ცენტრი ბათუმში, ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია და ათეულობით ადგილობრივია დასაქმებული.

 

23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ტოიოტა კავკასიის და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლობა ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შოურუმი და სერვისცენტრი დაათვალიერეს და ისაუბრეს აღნიშნული პროექტის როლზე რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში.

 

პროექტში 2 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და ათეულობით ადგილობრივი დასაქმდა. ცენტრი მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმს და სერვისცენტრს.

 

„ტოიოტა ცენტრი - ბათუმი“ „თეგეტა მოტორსის“ შვილობილ კომპანიებს შორის რიგით მეორე „ტოიოტას ავტორიზებული ცენტრია „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ შემდეგ, რომელიც 2014 წლიდან წარმოადგენს „ტოიოტა კავკასიას“ ოფიციალურ დილერს საქართველოში.


 

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მონობრენდულია და სრულად შექმნილია ტოიოტას სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული  აპარატურით და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების სრულ სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და სრულ ავტოსერვისს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. რომლებმაც სპეციალიზირებული ტრენინგები გაიარეს.

 

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი ტოიოტას ახალი კონფეფციით არის შექმნილი. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც ტრენინგი ტოიოტას სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ჩვენს ცენტრში უკვე დანერგილია ვიზიტზე წინასწარ  ჩაწერის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ თქვენთვის ასე ძვირფასი  დრო. ცენტრში მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ტოიოტას მარკის ნებისმიერ ავტომობილზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ავტომობილი შეძენილი გყავთ სხვაგან. ჩვენი მიზანია, ჩვენი მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული და მაღალი ხარისხის მომსახურება, ისე როგორც ეს ტოიოტას ფილოსოფიას შეეფერება“, - განაცხადა თეგეტა მოტორსის მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის დირექტომა დავით ჭეიშვილმა.

 

შეგახენებთ, რომ ტოიოტას ავტორიზებული სერვის ცენტრი - „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ თეგეტა მოტორსმა 2020 წლის ბოლოს გახსნა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up