ეროვნული ბანკის მიერ 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.29 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9355 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.17%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.9300 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.38 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.12%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.3652-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და დოლართან მიმართებაში 408.6 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.74%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 408.5800-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6964 ნიშნულზე იყო.