კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 23 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1854 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.1775 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1925-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.9821 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.9559-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/479.1500 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 477.9500-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და უმნიშვნელო ცვლილებით ხასიათდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6956 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6985-ის ნიშნულზე იყო.