2204 კანონი, ერთი საგამოძიებო კომისი და 20 მდუმარე დეპუტატი - რა დაგვიტოვა მე-9 მოწვევის პარლამენტმა

2204 კანონი, ერთი საგამოძიებო კომისი და 20 მდუმარე დეპუტატი - რა დაგვიტოვა მე-9 მოწვევის პარლამენტმა

access_time2021-04-03 11:00:54

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაფასა. მათი ინფორმაციით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა და ქვეყანა სრულად გადავიდა საპარლამენტო მართვის მოდელზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტს საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება მოუწია საგანგებო მდგომარეობის დროსაც და დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაც არაერთი წელია ვლინდება პარლამენტის საქმიანობის პროცესში.

 

შეფასებაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესება დადებითად აისახა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პრაქტიკაზე. თუმცა, პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში ოპოზიციის როლი, როგორც დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. კომერსანტი უცვლელად გაგაცნობთ იმ ზოგადი სტატისტიკას რომელიც არსამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა:

 

  • „მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 230 პლენარული სხდომა (მათ შორის - 5 საგანგებო და 47 რიგგარეშე). კვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომა არ ჩაშლილა.

  • 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო 2204 კანონი, აქედან ყველაზე მეტჯერ მთავრობის ინიციატივებს დაუჭირა მხარი.


  • ოპოზიციის მხრიდან დაინიცირდა 217 კანონის პროექტი, აქედან მხოლოდ 4 კანონის პროექტს (3 საკანონმდებლო ინიციატივა) დაუჭირა მხარი პარლამენტმა. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი უმრავლესობის წევრებთან ერთად იყო თანაინიციატორი, კერძოდ, ამ წესით დაინიცირებული იყო სხვადასხვა პერიოდში 10 საკანონმდებლო ინიციატივა (38 კანონის პროექტი), აქედან მიღებულია 4 საკანონმდებლო ინიციატივა (21 კანონის პროექტი).

  • პარლამენტის 65 წევრმა სულ 2350 კითხვა გაუგზავნა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს

  • ჩატარდა 7 ინტერპელაცია. 7-დან 6 შემთხვევაში წერილობითი შეკითხვების ავტორები იყვნენ ოპოზიციური ფრაქციები, ერთ შემთხვევში კი - უმრავლესობის ფრაქცია.

  • მინისტრის საათი 14-ჯერ შედგა. 2020 წლის განმავლობაში განრიგის თანახმად 11 მინისტრის საათი უნდა ჩატარებულიყო, აქედან 7 შემთხვევაში არ ჩატარებულა.

  • საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 17 მოთხოვნა დარეგისტრირდა, თუმცა შეიქმნა მხოლოდ ერთი -  ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში ინიციატორები ოპოზიციური ფრაქციები იყვნენ.

  • პარლამენტში 16 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.


 მნიშვნელოვანი მოვლენები

 

  • საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი

  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარება (რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვის თავმჯდომარეობით) და საპროტესტო ტალღა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა

  • ხორავას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა

  • უმრავლესობის წევრების მიერ უმრავლესობის დატოვება და უმცირესობის დაშლა

  •  ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა

  • საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და პანდემიის მართვის პროცესში პარლამენტის საქმიანობა


პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება

 

პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, სექსუალური შევიწროების შესახებ ინიციატივა, ბავშვის უფლებათა კოდექსი, შშმ პირებზე ახალი კანონი, ელექტრონული სამაჯურით მოძალადის ზედამხედველობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის - „სტამბოლის კონვენციის” რატიფიცირება და მისგან გამომდინარე ცვლილებები.

 

პოზიტიური კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: ეთიკის კოდექსი, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა, ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი რეგულაცია.

 

ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ  შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისა და დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის წესის ცვლილება, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა, თვითმმართველობის ერთეულების გაუქმება.


 

განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანი ხარვეზებით: საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.

 

ინფორმაცია პარლამენტის წევრების აქტივობის შესახებ

 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:

 

სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ეკა ბესელია (813)

ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი სერგი კაპანაძე (454)

ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი (262)

ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - ანრი ოხანაშვილი (215)

პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - კობა ნაყოფია (163)

პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - შოთა შალელაშვილი (33)

კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - გიორგი ბოკერია (157)

კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - ნატო ჩხეიძე (40)


პასიური დეპუტატები

 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 20  დეპუტატს: რუსლან გაჯიევი, ვალერი გელაშვილი, პაატა გოგოხია, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი, მუხრან ვახტანგაძე, ჯუმბერ იზორია, ზაზა კედელაშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიან, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე, ლევან ბეჟანიძე. შედარებისთვის, ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მერვე მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

წარმოგიდგენთ რეკომენდაცებს, რომლებიც მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ საქმიანობის წარმართვის პროცესში გაითვალისწინოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა:

 

  • პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს აუცილებელ რეფორმებზე, მათ შორის აღსანიშნავია საარჩევნო რეფორმა და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც ეფექტური იქნება მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის საქმეების გამოძიებისა და რეაგირების მიმართულებით;

  • საკანონდებლო პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, კომიტეტები უფრო ხშირად უნდა ქმნიდნენ სამუშაო ჯგუფებს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით;

  • მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს და დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტების რაოდენობა შემცირდეს;

  • ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან კრიზისულ ვითარებაში (მაგ., პანდემიის დროს) პარლამენტმა არათუ არ უნდა გადააბაროს მთელი უფლებამოსილება მთავრობას, არამედ უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საკუთარი საქმიანობა, მათ შორის - საპარლამენტო კონტროლი;

  • მთავრობაზე ეფექტური ზედამხედველობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია სათანადო კონტროლის მექანიზმებით იყოს აღჭურვილი;

  • პარლამენტმა უნდა გააუმჯობესოს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები;

  • მთავრობის წევრები თავს არ უნდა არიდებდნენ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას და მათ მიერ, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაუცემლობის ან სხდომაზე არ დასწრების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები;

  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები უფრო ინტენსიურად უნდა გამოიყენებოდეს: მნიშვნელოვანია გაიზადროს ინტერპელაციის პერიოდულობა, გამარტივდეს მთავრობის წევრის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირის კომიტეტზე დაბარების პროცედურა; პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური და რიგგარეშე ანგარიშის წარდგენის, ასევე მინისტრის საათის შემდეგ უნდა იმართებოდეს დებატები;

  • პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ აღარ ხდებოდეს პირთათვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი საანგარიშო პერიოდში;

  • პარლამენტის წევრები აქტიურად უნდა ესწრებოდნენ სხდომებს და სრულფასოვან მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის საქმიანობაში“,  ნათქვამია დოკუმენტში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up