22 ნოემბერს მახათას მთაზე საქართველოს დრიფტის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა

22 ნოემბერს მახათას მთაზე საქართველოს დრიფტის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა

access_time2020-11-26 09:50:16

22 ნოემბერს, მახათას მთაზე BMW Club Georgia-ს ორგანიზებით და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით, საქართველოს  საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული დრიფტის სერიების - ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. 


2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი 22-23 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა და ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი 26-27 სექტემბერს  უპრეცედენტოდ, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე - დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მევლუდ მელაძის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ფინალური ეტაპი 21-22 ნოემბერს მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ფინალურ შეჯიბრში ნოდო კოდუამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ხეროდინაშვილი ორივე შეჯიბრში მეორე ადგილზე გავიდა რის გამოც ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა და ჩემპიონატის ლიდერი იყო. ამ სამი მრბოლელის ქულებს შორის განსხვავება მინიმალური იყო, რის გამოც ფინალურ ეტაპზე კონკურენციამ პიკს მიაღწია. სწრაფი სარბოლო მონაკვეთის და ფინალური კონკურენციის გამო ეს იყო ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი შეჯიბრი, სადაც 30-ზე მეტმა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.


ჩემპიონატი საერთაშორისო მსაჯთა კოლეგიამ შეაფასა. ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა,  გამარჯვებულებს სოლიდური პრიზები გადასცა: 1 ადგილი - 500 ლიტრი, 2 ადგილი - 300 ლიტრი, 3 ადგილი - 200 ლ საწვავი.


დრიფტის სერიების მიზანია მიიზიდოს ავტორბოლის მოყვარულები უსაფრთხო ტერიტორიებზე და შეჯიბრებებზე და ამით შეამციროს ქუჩის სახიფათო რბოლები.


სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი 2018 წლიდან არის ჩართული ავტორბოლის განვითარების პროცესში, რაც დრიფტი\ს შეჯიბრებების მიზანმა - საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობამ მნიშვნელოვნად განაპირობა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოება სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის (გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა,  ქალთა გაძლიერება, შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია და უსაფრთხოება)  შემადგენელი ნაწილია. 

 

(R)



თეგები:
socar



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up