21 თებერვლამდე  თხილის ექსპორტის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

21 თებერვლამდე თხილის ექსპორტის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

access_time2021-02-22 16:20:00

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 16.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (53%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 30.7 მლნ აშშ დოლარით (55%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.



ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 342 ტონა), იტალიაში (3 927 ტონა), ჩეხეთში (804 ტონა), ესპანეთში (489 ტონა), ლიეტუვაში (486 ტონა), საფრანგეთში (423 ტონა), პოლონეთში (385 ტონა), ბულგარეთში (367 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრია (22 ტონა).




ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (930 ტონა), რუსეთი (799 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (543 ტონა), უკრაინა (354 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (223 ტონა),კანადა (195 ტონა), შვეიცარია (131 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (80 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (56 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
თხილი



ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა
access_time2021-02-27 13:00:48
თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფებით. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე...

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში
access_time2021-02-27 18:00:39
მსოფლიოს დიდ საიახტო ინდუსტრიაში საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს ფაქტი, რომ ყველაზე მწვავე პანდემიური კრიზისის და მძიმე ლოქდაუნის დროს საქართველოში 10 იახტა გაიყიდა. წამყვანი საიახტო კომპნია „აზიმუტ ბენეტი“ საქართველოში 2017 წლიდანაა წარმოდგენილი, თუმცა გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. „გადავდგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ათ ნაბიჯს უდრის, რადგან ჩვენს მოცემულობაში ეს შედეგი...

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა
access_time2021-02-27 11:15:31
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ცნობით, პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება...


მსგავსი სიახლეები

up