კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2295 ლარი შეადგინა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზეც გაუფასურდა. დილიდან ვაჭრობა $1/3.2150 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2350-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.5505 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.6233-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი დღის განმავლობაში არ შეცვლილა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/484.8900 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 484.8900 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6988 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988-ის ნიშნულზე იყო.