21 მარტიდან დღემდე ზედამხედველობის სამსახურმა 390 000 ლარის ჯარიმა გამოწერა

21 მარტიდან დღემდე ზედამხედველობის სამსახურმა 390 000 ლარის ჯარიმა გამოწერა

access_time2018-05-31 11:35:41

  47 მისამართზე დაიწყო საქმის წარმოება  

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა. საუბარია 21 მარტიდან დღემდე სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმებულ ობიექტებზე.


„თქვენ იცით, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში. 21 მარტიდან გაიზრდა ჯარიმები და ამ პერიოდიდან ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე, მათ შორის: უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და ჯამში ჯარიმის სახით გამოიწერა 390 000 ლარი, პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი - სულ 160 000 ლარი; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა - ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო ჯარიმების საერთო ოდენობაა 450 000 ლარი.  



კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ნუ დააყენებს კანონზე მაღლა საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორება, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, რომ მათ კონკრეტულ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე. რაც დღეს მოხდა ყიფიანის ქუჩაზე, მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახურის გაძლიერებისა და მისი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.

 




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს
access_time2021-05-15 14:00:10
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“  სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ ლიბერალური ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის პირობებში აღრიცხვის პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნეტო აღრიცხვა მასიურად ხელმისაწვდომი პროგრამაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ როგორც მცირე კომერციულ და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო სუბიექტებისთვის განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება...


მსგავსი სიახლეები

up