21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 36 906 460 ლარის კოვიდჯარიმა დაიწერა

21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 36 906 460 ლარის კოვიდჯარიმა დაიწერა

access_time2021-02-25 13:50:52

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით სულ 8737 პირი დაჯარიმდა. მათგან 99.7%-ზე მეტი - 8716 ფიზიკური პირია, 21 კი იურიდიული. გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობა 26 463 000 ლარს შეადგენს. ინფორმაცია კომერსანტმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.


ჯარიმების 55.2% - 4820 შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევაზე მოდის, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ 31 მარტს შევიდა ძალაში. 31 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით საღამოს 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე აკრძალული იყო. ამ დროის განმავლობაში ღამეში საშუალოდ 91 ჯარიმა იწერებოდა.


მეორე ადგილზე 21.2%-ით - 1850 შემთხვევა, 3 პირზე მეტის შეკრების დარღვევისთვის და 2 მეტრიანი დისტანიის დაუცველობისთვის გამოწერილი ჯარიმებია.


16.1%-ით მესამე ადგილზე მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევისთვის გამოვლენილი 1406 შემთხვევა გავიდა. საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალული იყო როგორც საქალაქთაშორისო გადაადგლება, მსუბუქი ავტომობილის გარდა, ასევე მძღოლის ჩათვლით ავტომანქანაში 3 პირზე მეტის ყოფნა. განსაკუთრებული ყურადღება წინა სავარძელს ეთმობოდა, ოჯახის წევრის გვერდზე ჯდომაც ჯარიმას ექვემდებარებოდა.


10 დღის განმავლობაში, 17-დან 27 აპრილამდე აკრძალული იყო მსუბიქი ავტომანქანით გადაადგილებაც, ამ წესის დარღვევისთვის ჯამში 430 პირი დაჯარიმდა.


144 ადამიანს ჯარიმა თვითიზოლაციის, ან კარანტინის თვითნებურად დატოვებისთვის დაეკისრა, 39 პირს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის. 27 ადამიანი 3-3 ათასი ლარით მხოლოდ იმისთვის დააჯარიმეს, რომ გადაადგილებისას თან პირადობის მოწმობა არ ქონდათ.



საგანგებო მდგომარეობის პირობებში 15-15 ათსი ლარით სულ 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.


რეგიონების მიხედვით ყველაზე ბევრი - 2513 ჯარიმა, თბილისში დაიწერა, 1972 ქვემო ქართლში, რაც სავარაუდოდ ჩაკეტილ მარნეულსა და ბოლნისს უკავშირდება, 1063 კახეთში, 776 აჭარაში.


განმეორებით ან სხვა სახის დარღვევაზე 227 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.



23 მაისს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, თუმცა საზოგადოებრივ ჯანდაცვის კანონში შეტენილმა ცვლილებებმა მთავრობას თითქმის იგივე უფლებები მიანიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობისას ჰქონდა. თავდაპირველი გეგმით კანონს 15 ივლისამდე უნდა ემოქმედა, მაგრამ ის ჯერ 2021 წლის 1-ელი იანვრამდე, შემდეგ კი 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გახანგრძილვდა.


23 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღევისთვის, 4556 ფიზიკური პირი, თითოეული 2000 ლარით და 15 იურიდიული პირი, თითოეული 10 000 ლარით დააჯარიმეს. რაც ჯამში 9.262 მლნ ლარს უდრის. ჯარიმების უმეტესი ნაწილი ფაქტობრივი კომენდანტის საათის დარღვევაზე მოდის. 9 ნოემბრიდან 22:00 სთ-დან დილი 05:სთ-მდე აიკრძალა გადაადგილება, 28 ნოემბრიდან შეზღუდვამ 21:00 სთ-მდე გადმოიწია.


პირბადე დახურულ სივრცეში სავალდებულო 17 აპრილს გახდა, ღია სივრცეში - 4 ნოემბერს. 23 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უპირბადეობაზე 20-20 ლარით 58 848 პირი დააჯარიმეს დამატებით 9 იურიდიულ პირს, საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირის დაშვებისთვის 500-500 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. სულ 1 181 460 ლარი.


ჯამში 21 მარტიდან 31 დეკემბერის ჩათვლით 72 120 ფიზიკური და 45 იურიდიული პირი დააჯარიმეს. ჯარიმის თანხამ 36 906 460 ლარი შეადგინა, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ 10 443 460 ლარი.


გიორგი ელიზბარაშვილი




მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up