21 მაისიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა იკრძალება

21 მაისიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა იკრძალება

access_time2020-05-20 19:17:03

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 2020 წლის 21 მაისის 06:00 სთ-დან 2 კვირის განმავლობაში.



„დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით.



სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.


აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე
access_time2020-05-30 10:00:22
ყოველთვის ეგონა, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდა. ოთო მენაბდიშვილი შვიდი წლიდან ვარჯიშობდა, “ნორჩი დინამოელიც” იყო და პროფესიონალურ ლიგაში თამაშზე ოცნებობდა. მაგრამ, ჩვიდმეტი წლის ასაკში, მოულოდნელად ტრავმა მიიღო და შუაგულ ვერიდან – სოფელ ხაშმში გადაინაცვლა, სადაც ოჯახური ტრადიციის გაცოცხლებას მიჰყო ხელი. დღეს მეღვინეა. ოცი წლის ოთო მენაბდიშვილი “თედო პაპას მარანსაც” უძღვება, სწავლობს და ნახევარ განაკვეთზე, “ლიბერთი” ბანკშიც ასწრებს მუშაობას. ვაზის სიყვარული მემკვიდრეობით ერგო. ოთოს და ღვინის...

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...


მსგავსი სიახლეები

up