ეროვნული ბანკის მიერ 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.58 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8045 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.35%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8000 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.68 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.67%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.5692-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 413.85 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.06%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 416.2000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6987 ნიშნულზე იყო.