21-ე საუკუნე - ფიტნესის ეპოქა

21-ე საუკუნე - ფიტნესის ეპოქა

access_time2021-03-07 18:00:28

დღეს თითქმის ყველა ვარჯიშობს, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის დროს. თუმცა, ეს არაა დაკავშირებული მხოლოდ სიამოვნებასთან და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან, ფიტნესი - ჩვენი დროის საზოგადოებრივი იმპერატივია.


სპორტულ ტანსაცმელზე, განტელებზე, ტრენაჟორებზე, პროტეინის ფხვნილებზე, პულსომეტრიან საათებზე, აპლიკაციაბზე ვარჯიშებისთვის, სპორტული ინდუსტრია მილიარდებს შოულობს. სპეციალური ვიდეორგოლები Youtube-ში, სპეციალიზირებული ბლოგები, ნაბიჯმზომები სმარტფონებში - ეს ყველაფერი დღევანდელი ეპოქის განუყოფელი ნაწილი გახდა.


რა თქმა უნდა, ფიზიკურ ვარჯიშებზე ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცოდნენ, რენესანსის ეპოქაშიც ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობაზე და კარგ აღნაგობაზე ზრუნავდნენ. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ბოლო ათწლეულები ვხედავთ, თვისობრივად სხვა დონეზეა.


მედიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ სპორტი სიცოცხლეს ახანგძლივებს, ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს და ნაცრისფერი ყოველდღიურიბის გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. ეს განსაკუთრებით აქტუალური დღევანდელ ეპოქაშია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დღის დიდ დროს კომპიუტერთან ჯდომაში ატარებს.



თუმცა, საქმე მხოლოდ იმაშიც არაა, რომ სპორტი მოძრაობის უკმარისობის კომპენსირებას ახდენს. ნავარჯიშები სხეული ადამიანის თვითდისციპლინის, გამძლეობის, ჯანმრთელობისადმი შეგნებული დამოკიდებულების სიმბოლოდ იქცა. წლების მანძილზე ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მოქალაქეებს არამხოლოდ სახელმწიფო მოუწოდებს, არამედ მსხვილი ბიზნესი. დიდი კომპანიები თანამშრომლებს სპორტული აქტიურობისთვის ყველანაირ პირობებს უქმნიან.


სპორტული და შრომითი ენერგიის ურთიერთკავშირი ნათელია, ბოლო ათწლეულების მანძილზე მსუქანი და მწეველი მაგნატი, როგორც წარმატების სიმბოლო, უკვალოდ გაქრა. დღეს მოდაშია დაკუნთული ტოპ-მენეჯერი, რომელიც სამსახურის შემდეგ სპორტულ დარბაზში რეგულარულად დადის. ამ შემთხვევაში სპორტულ მიღწვევებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, მთავარია მუშაობა საკუთარ თავზე, გამოწვევების დაძლევა, დასახული მიზნების მიღწევა. ფასეულობათა ამ სისტემაში სიმსუქნე სიზარმაცის და უდისციპლინობის, შესაბამისად ცხოვრების არასწორი წესის მაჩვენებელია.


არსებულ ტრენდს ციფრულ ტექნოლოგიები აძლიერებენ, დღეს არსებობს ბევრი აპლიკაცია, რომელიც საკუთარი მიღწევების სხვებთან შედარების შესაძლებლობას იძლევა, ასევე სახლის ტრენაჟორები რთული ელექტრონული სისტემით ვარჯიშს დარბაზში წავლის გარეშეც შესაძლებელს ხდის. ამას კორონავირუსი ვერ შეცვლის, პირიქით - კვლევების თანახმად, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არათუ არ შემცრიდა, არამედ გაიზარდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ, მაგალითად, შვეიცარიაში პანდემიის დროს ტრენაჟორების და სპორტული აქსესუარების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.


და ეს მთელს ევროპას ეხება.


nzz.ch

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ფიტნესი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up