კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2020 წლის 16 დეკემბრის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 14%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 31 %-ით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 10%-ით და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 22 დეკემბრისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გამყარდა და 3.2660 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.2700 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2657-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირის კურსმა დოლართან მიმართებაში 7.68 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/7.6300 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.6777-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ შეიცვალა და დოლართან მიმართებაში 522 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კიდილიდან ვაჭრობა $1/522.0000 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 521.4900 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6988 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6990 ნიშნულზე იყო.