კარფურმა 2020 წელი 34 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა

კარფურმა 2020 წელი 34 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა

access_time2021-12-10 12:00:20

კარფურმა 2020 წელს საქართველოში 1 ჰიპერმაკეტი და 21 მცირე ზომის სუპერმარკეტი გახსნა, თუმცა გაყიდვებისგან მიღებული შემოსავალი 1 მლნ ლარით 473 მლნ-მდე შეუმცირდა, ფინანსური ზარალი კი ასევე 1 მლნ-ით 33.5 მლნ ლარამდე გაეზარდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით მართალია გასაყიდი პროდუქციის თვითღირებულება 9 მლნ-ით 372 მლნ-მდე შემცირდა, ფინანსური ხარჯი 8 მლნ-ით 48 მლნ ლარამდე გაიზარდა.

 


კარფური საქართველოში 2011 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, პირველი ჰიპერმარკეტი კი 2012 წლის სექტემბერში სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ გახსნა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია 3 ჰიპერმარკეტს, 10 სუპერმარკეტსა და 27 მცირე ზომის მაღაზიას ფლობდა (2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2 ჰიპერმარკეტს, 11 სუპერმარკეტსა და 6 მცირე ზომის მაღაზიას), 2021 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით ფილიალთა ჯამური რაოდენობა 57-მდეა გაზრდილი.

 


2020 წელს კარფურმა შემოსავლის 95.5% - 451 მლნ ლარი გაყიდვებიდან მიიღო, 15 მლნ სარეკლამო საქმიანობიდან და პროდუქციის წარდგენიდან.

 



რაც შეეხება ხარჯებს, შესყიდვების საფასურმა 417 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც მიწოდებაზე გაკეთებული 44 მლნ-იანი ფასდაკლება გამოიქვითა. სახელფასო ხარჯმა 34 მლნ ლარი შეადგინა, ცვეთისამ - 13 მლნ, იჯარაზე 8 მლნ დაიხარჯა, ტექნიკურ მომსახურებასა და ინვენტარზე - 6.5 მლნ, კომუნალურებზე - 4.7 მლნ, ბანკის საკომისიოზე - 2.6 მლნ, კარფურისთვის გადახდილ ფრანშიზაზე - 2.5 მლნ, რეკლამაზე 2 მლნ, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე 1.9 მლნ, სათავო ოფისის მომსახურებაზე 1.6 მლნ. უშუალოდ COVID 19-დან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი 813 ათასი ლარი შეადგინა.

 


2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კარფურში 2110 ადამიანი იყო დასაქმებული, 2019 წლის 31 დეკემბერს 2303. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ 2020 წელს 21 ახალი მაღაზია გახსნა, თანამშრომელთა რაოდენობა 193-ით შეამცირა.

 


„კარფურის“ პირველი მაღაზია საფრანგეთში 1960 წელს გაიხსნა. დღეს კომპანია 30 სახელმწიფოში 12 200-ზე მეტ სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტს ფლობს. 2019 წელს კარფურის შემოსავალმა €81 მლრდ, წმინდა მოგებამ კი €1.3 მლრდ შეადგინა. ქსელი 321 000 ადამიანს ასაქმებს.

 


„კარფური“ საქართველოში ჰიპერმარკეტის სახით შემოვიდა, მის კონკურენტად ძირითადად გუდვილი განიხილებოდა. შემდგომ წლებში ფილიალების დამატებასთან ერთად კონკურენტთა წრეც გაფართოვდა. „ორ ნაბიჯს“ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 262 სუპერმარკეტი გააჩნდა, კომპანიის შემოსავალმა იმავე წელს 414 მლნ-ს, ხოლო წმინდა მოგებამ 5.4 მლნ-ს მიაღწია. 19%-ით გაზრდილი, 522 მლნ-ანი შემოსავლის მიუხედავად, „ნიკორამ“ 2020 წელი 12.6 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. ნიკორა „ლიბრესა“ და „ნუგეშის“ ქსელის ჯიხურების ჩათვლით 2020 წლის 31 დეკემბრისთვის 345 მაღაზიას ფლობდა. „გუდვილმა“ წელი 137 მლნ-იანი შემოსავლითა და 4.8 მლნ-იანი ზარალით დაასრულა, კომპანია სულ 6 ფილიალითაა წარმოდგენილი საიდანაც 5 ჰიპერმარკეტია, 1 სუპერმარკეტი. რაც შეეხება „სპარს“ მას 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 348 მაღაზია გააჩნდა. სპარმა გასულ წელს სპარის შემოსავალი გასულ წელს 39%-ით 292 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა 5.4 მლნ-აინი მოგება 11.3 მლნ ლარიანი ზარალით შეიცვალა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up