2050 წლისთვის მსოფლიოს მყინვარების მესამედი გაქრება

2050 წლისთვის მსოფლიოს მყინვარების მესამედი გაქრება

access_time2022-11-05 14:00:46

UNESCO-ს ახალ ანგარიშში, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP27) გახსნის წინ გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის დედამიწის მყინვარების მესამედს გაქრობა ემუქრება.

 

UNESCO-ს ანგარიშის მიხედვით, ყველაზე სწრაფად ჩინეთის იუნანის პროვინციაში დნება მყინვარები. 2000 წლიდან მოყოლებული მათი 57% გადნა; 2050 წლისთვის აღარც იელოსტიუნისა და იოსემიტის ეროვნული პარკის მყინვარები იქნება; ამერიკა-კანადის საზღვარზე, უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის საერთაშორისო პარკში, მყინვარების მეოთხედია დამდნარი. გაქრობის პირას მყოფი მყინვარებია ასევე: იტალიაში - დოლომიტის ალპები, საფრანგეთში - პირენეები, არგენტინის ლოს ალერსის ეროვნული პარკის, პერუს ჰუასკარანის ეროვნული პარკისა და ახალი ზელანდიის ტე ვაჰიპუნამუს მყინვარები.

 

France 24-ის ინფორმაციით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ აფრიკის მყინვარებია. მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის პროფესორი დუგლას ჰარდი, რომელიც კილიმანჯაროს მყინვარებს 20 წელზე მეტია იკვლევს ამბობს, რომ აფრიკის ტერიტორიაზე 3 დიდი მყინვარია - მთა კენიის, რუვენზორის (უგანდა) და კილიმანჯაროსი (ტანზანია). აქედან სამივე მათგანი ეკვატორთან ახლოსაა და სამივეს გაქრობის რისკები დიდია.

 


ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის გენერალურმა დირექტორმა ბრუნო ობერლემ UNESCO-ს ახალ ანგარიშში აღნიშნა, რომ მყინვარების დნობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ადამიანებზე.

 

„როდესაც მყინვარები სწრაფად დნება, მილიონობით ადამიანს უწყლობა ემუქრება და, ამასთან ერთად, წყალდიდობის და სხვა სტიქიური კატასტროფების რისკიც იზრდება. კვლევაში ხაზგასმულია, რომ გარემოში სხვადასხვა სახის აირის, განსაკუთრებით ნახშირორჟანგის, ემისია უნდა შემცირდეს და ისეთი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს,“ აცხადებს ობერლე.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up