2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი - პრემიერი

2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი - პრემიერი

access_time2022-09-20 13:40:00

ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯია 2026 წლისთვის 800 სკოლის აშენება და განახლება. 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი. 2030 წლისთვის საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გაივლის ახალი, მრავალმხრივი ავტორიზაციის პროცესს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი განათლების პრაქტიკა და დაინერგოს ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის ხარისხის მექანიზმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.



„ნათელია მეგობრებო, რომ პანდემიამ ლიდერები მთელ მსოფლიოში აიძულა გადაეხედათ განათლებისთვის და მობილიზებული ყოფილიყვნენ გაეროს პრინციპის დასაცავად, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ დარჩეს სისტემის მიღმა. პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. კრიზისმა ფაქტობრივად გამოიწვია ინოვაციური გადაწყვეტილებების მატება. საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა. პროგრამების პოპულარობა იზრდება და ემსახურება მთლიანად ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვაში აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up