კომპანია Volvo 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 9 წელიწადში ფირმა ყველა თავის მოდელს, მათ შორის ჰიბრიდული მანქანების დიზაინის შეცვლას და ელექტრონულ ძრავაზე გადაყვანას გეგმავს. ამასთან, კომპანია ონლაინ გაყიდვებში მეტი ინვესტიციების განხორციელებას აპირებს.
Volvo-ს ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა, ჰენრიკ გრინმა განმარტა, რომ კომპანიას მიმართულების შეცვლა სჭირდება.
„შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებს მომავალი არ აქვთ“, - განაცხადა მან.
ბოლო წლებში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არაერთი სახელმწიფო საწვავზე მომუშავე მანქანებზე უარს ამბობს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2-3- წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.
imedinews.ge