2026 წლამდე ჩვენ გვაქვს  500 მილიონი მეტრ კუბის ოდენობით დამატებითი გაზის მიღების საშუალება გვაქვს -  მურმან ქართველიშვილი

2026 წლამდე ჩვენ გვაქვს 500 მილიონი მეტრ კუბის ოდენობით დამატებითი გაზის მიღების საშუალება გვაქვს - მურმან ქართველიშვილი

access_time2022-09-24 13:30:18

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოს ბულგარეთთან ან რუმინეთთან დააკავშირებს, დიდი ხანია განხილვის თემაა, უბრალოდ მის  რეალობაში მოყვანას, სერიოზული ოდენობის დამატებითი ენერგიის წყარო სჭირდება“ -  ამის  შესახებ ექსპერტმა მურმან მარგველაშვილმა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „პროფესიონალები“ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს საკუთარი მოხმარებას ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად ამ ეტაპზე მთავარი ენერგიის  წყაროდ  ვერ გამოდგება.


„ეს კაბელი შესაძლოა უფრო რეგიონული მნიშვნელობის გახდეს, თუმცა როგორც რეგიონულად, პოლიტიკურად და ტექნიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი  პროექტია. ეს ასევე ნახსენები იყო ევროკავშირის და აზერბაიჯანის მემორანდუმშიც. ევროკავშირი აზერბაიჯანს განახლებადი ენერგიის განვითარებაშიც დაეხმარება,  აზერბაიჯანს აქვს გეგმები და ამბიციები იმაზე, რომ ოფშორულ კასპიის ზღვის აკვატორიაში განავითაროს ქარის და მზის სადგურებიც“,  - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

 

რაც შეეხება საქართველოზე ზეგავლენას, მარგველაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის გატარება გაიზრდება ეს საქართველოში იმ იაფი გაზის წილს გაზრდის, რომელსაც დღეს საქართველო მხოლოდ 5% - ს  იღებს.


„თუკი ევროკავშირში გაზის გატარება გაიზრდება, ავტომატურად ჩვენ გაგვიზრდის იმ იაფი გაზის წილს, რომელიც ჩვენ ახლა 5%  ის  ოდენობით ვიღებთ და ეს  ჩაანაცვლებს იმ დანაკარგს, რომელიც საქართველოს 2026 წელს ელის. 2026 წლამდე ჩვენ გვაქვს  500 მილიონი მეტრ კუბის ოდენობით დამატებითი გაზის მიღების საშუალება გვაქვს,  2026 წლის  შემდეგ ეს გაჩერდება  და თუკი დამატებით  აზერბაიჯანის მხრიდან მიწოდება 10 მილიარდი გახდება, ეს ამ ჩვენ მოსალოდნელ დანაკარგს ჩაანაცვლებს და შესაძლოა ამან, ჩვენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დარტყმა  არ  მიაყენოს.

 

ზამთარში ჩვენ გვიწევს რუსული გაზის მიღება, ასევე ზამთარში ჩვენი მოხმარება მკვეთრად იზრდება,   2021 წელს რუსული გაზის მიწოდება სადღაც 15% იყო, იმიტომ რომ აზერბაიჯანიდან საკმაო მოცულობის ტექნიკური საშუალება არ იყო, ხოლო მეორე მილსადენიდან კონტრაქტულად არ  გვეკუთვნოდა, ახლა როდესაც  ევროკავშირი 1000 კუბურ მეტრზე შემცირების შემდეგ 2000 დოლარს იხდის, ჩვენ კი მომხმარებლისთვის 100 დოლარს ხოლო თბოსადგურებისთვის 140 დოლარს და  ჩვენ  გაზს უყაირათოდ მოვიხმართ ეს  არა ეკონომიკურად და  გაუაზრებლად ნაფიქრი პოლიტიკაა.


 

თუნდაც 20%  რომ დავაზოგვინოთ  მომხმარებელს და  ის  გაზი  გავყიდოთ   შეგვეძლება საერთოდ  გავათავისუფლოთ გარკვეული თანხა. მაშინ როდესაც  ევროპა  რუსული გაზის  შესყიდვაზე  ამბობს უარს და იხდის  ძალიან  ძვირს,  ჩვენ კიდევ ვიყენებთ  რუსულ  გაზს, ვიხდით ევროპასთან შედარებით გაცილებით ნაკლებს და ვფლანგავთ არასწორია, ჩვენ უდიდესი სარგებლის მიღება შეგვიძლია როგორც  ენერგეტიკული უსაფრთხოების  კუთხით, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხითაც, შესაბამისად ამას გათვლილი პოლიტიკა და წინასწარი მომზადება სჭირდება. ჩვენ უნდა  გვქონდეს  გარკვეული საბაზრო მექანიზმები, წინასწარ უნდა  გვქონდეს  გათვლილი, თუ როგორ აისახება  ეს იგივე ეკონომიკაზე, იგივე საყოფაცხოვრებო  პირობებზე, გაზის  სახით  ჩვენ გვაქვს  ძალიან დიდი ბუფერი და   რეზერვი  და  მისი  ასე გაფლანგვა  სადამდე გადაარჩენს  ეს  ძნელი  სათქმელია, იმიტომ რომ აუცილებლად  დგება  მომენტი, როდესაც თუ საქონელს  ფასი არ დაადე და რაღაც ღონისძიებები  არ გაატარე  კრიზისში შეხვალ“ -  აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა

 

კითხვაზე თუ რა ძირითად მიმართულებებს  მოიცავს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა მურმან მარგველაშვილი პასუხობს, რომ ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი განხილვის  სტადიაზეა და  ისტორიის მანძილზე  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

 

„ენერგეტიკული პოლიტიკის  დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ  განხილვის სტადიაზეა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  საიტზე დევს, დოკუმენტი თავისთავად ძალიან ცოტას ნიშნავს,  იმ  შემთხვევაში თუ მის უკან ჯანსაღი პროცესები არ დგას. რა გამოწვევებია, რა ქმედებებია შესაძლებელი და რომელი უნდა ავირჩიოთ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ ერთი  წინ გადადგმული ნაბიჯი უკვე გვაქვს და მოვახერხეთ რომ სხვადასხვა ორგანიზაციები, ენერგეტიკული  კომპანიები სექტორი და საჯარო  უწყებები  ერთმანეთთან  დიალოგის  რეჟიმში არიან,  მუშაობის  რაღაც პრეცედენტები  შევქმენით და  ამან  გარკვეული მედები გააჩინა.

 

ბევრი პრობლემა, რომელიც ენერგეტიკაში  დგას, ჩვენ იმ დოკუმენტში ასახული გვაქვს, მე მინდა, რომ მოსახლეობამ, მოქალაქეებმა, ბიზნესებმა და ა.შ. ეს  დოკუმენტი  მიიღონ სერიოზულად, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ის პრობლემები გვაქვს  აღწერილი, რომელთა მიმართულებითაც ბევრი გვაქვს  გასაკეთებელი და იმ შემთხვევაში თუ არ გაკეთა ენერგო უსაფრთხოების, განახლებადი განვითარების,  გარემოს დაცვის,  ტარიფების  საკითხის თუ სხვა  მიმართულებით საფრთხე  ექმნება

 

ეს მოდის  სისტემური  პრობლემიდან, რომ მთავრობას თითქოს  ევალება რომ  რა  რესურსებიც  აქვს, მხოლოდ იმით  უნდა გააკეთოს ყველაფერი და იგივე პარლამენტი  არ  ფიქრობს,  რომ დამატებითი რესურსებია  საჭირო.  ახლა პარლამენტში  განხილვა  გვინდა გავაკეთოთ დ ა იქ აუცილებლად  დავაყენებთ ამ საკითხს, რომ არ  შეიძლება  ასე  ინერციით სიარული, რადგან  ვერ განვითარდება  ჩვენი საზოგადოება, ჩვენ  ენერგეტიკიდან  ვხედავთ ამას, მაგრამ სამაგიეროდ  იგივე მდგომარეობაა სხვა დარგებში,  ამიტომ  საჭიროა მეტი  ყურადღება და კონცენტრირებული რესურსები, კონკრეტული ამოცანებისთვის უნდა  ხდებოდეს რესურსების გამოყოფა“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

 


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up