2025 წლისთვის იტალიაში რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოკომპანია Eni-ს აღმასრულებელი დირექტორი კლაუდიო დესკალცი ავრცელებს.
მისი თქმით, 2023 წელს რუსული გაზის წილი იტალიის ბაზარზე 6-7% იქნება, ეს მაშინ როდესაც ახლა რუსული გაზი 50%-ით ჩანაცვლდა.
დესკალციმ განმარტა, რომ იტალიის ხელისუფლებამ გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების ძებნა ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო. ქვეყანამ მიმართა აფრიკის სახელმწიფოებს, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს და შეერთებულ შტატებს.
„ჩვენ უკვე მოვახერხეთ 21-23 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის - 50%-ის ჩანაცვლება, 2025 წელს კი ის 100%-ით ჩანაცვლდება“, - განაცხადა Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.