2023 წლისთვის ჩვენ ვუბრუნდებით ევროპული ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტანდარტს - ირაკლი მეზურნიშვილი

2023 წლისთვის ჩვენ ვუბრუნდებით ევროპული ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტანდარტს - ირაკლი მეზურნიშვილი

access_time2022-11-29 17:00:48

„ჩვენი გუნდის სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება“, - ამის შესახებ ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი არის 5 %-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რაც ნიშნავს იმას რომ მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 80 მილიარდ ლარს მიაღწევს. მისი თქმით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტი შემცირებულია და 2,8 %-ს შეადგენს.


„კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ გქონდა საკმაოდ სერიოზული გამოწვევები მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით და კარგია, რომ ეს ბრუნდება ნორმალურ ჩარჩოში. კოვიდ პანდემიის პერიოდში ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე, გავზარდეთ საგარეო ჩვენი ვალი, რადგან ძალიან დიდი დოზით დახმარებების გაცემა მოხდა და სასიხარულოა, რომ 2023 წლისთვის ჩვენ ვუბრუნდებით ევროპული ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტანდარტს და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საგარეო ვალი 39% -მდე იქნება“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.


მისი თქმით, ამ ციფრების უკან დგას რეალური შედეგი და ხალხის კეთილდღეობა.



მისი თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, 70 წლამდე პირთა პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებაში 70 წლამდე ასაკის მოქალაქის პენსია 355 ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიას, ის გაიზრდება 65 ლარით და 365 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონრები 450 ლარიან პენსიას მიიღებენ.


მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საფუძველზე, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასები გაიზრდება 20 %-ით. 125 ლარით მოიმატებს მასწავლებლების და მანდატურების ხელფასები. საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანების ანაზღაურება კი 10 %-ით გაიზრდება.


როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ჩნდება განათლების სფეროში.


„2023 წელს განათლების სექტორზე დამატებით 300 მილიონ ლარამდე დაიხარჯება მათ შორის, როგორც ხელფასების ზრდის ისევე, განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. მომავალ წელს დაგეგმილია 500-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა. ჯანდაცვის სფეროში დანახარჯი დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდე იზრდება რაც ასევე, მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up