2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2 061,9 მლნ ლარით იზრდება

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2 061,9 მლნ ლარით იზრდება

access_time2022-12-01 09:00:13

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 061,9 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 914,2 მლნ ლარის ოდენობით (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 612,2 მლნ ლარით).


როგორც საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით ირკვევა, რომლის მესამე და საბოლოო ვარიანტი მთავრობამ პარლამენტში უკვე წარადგინა, შემოსავლები განისაზღვრა 17 619,9 მლნ ლარით (2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 859,2 მლნ ლარით, ხოლო 2023 წლის პროექტის პირველ ვარიანტთან შედარებით - 426,6 მლნ ლარით);


ხოლო საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 16 290,4 მლნ ლარს (პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 336,9 მლნ ლარით), მათ შორის:


საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 140,0 მლნ ლარით;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 000,0 მლნ ლარის ოდენობით;
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 670,4 მლნ ლარის ოდენობით;
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 100,0 მლნ ლარის ოდენობით;
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 130,0 მლნ ლარით;
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 250,0 მლნ ლარის ოდენობით;



სხვა შემოსავლების პროგნოზი პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით იზრდება 90,0 მლნ ლარის ოდენობით და 1 050,0 მლნ ლარს შეადგენს;
გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრება 279.8 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
საბიუჯეტო გრანტების ფარგლებში მისაღები შემოსავლები შეადგენს 135,0 მლნ ლარს.
საინვესტიციო გრანტები შეადგენს 44.8 მლნ ლარამდე;
სსიპ-ების მიერ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გადმოსარიცხი თანხები შეადგენს 100.0 მლნ ლარს;



• არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200.0 მლნ ლარს;
• ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრა 450.0 მლნ ლარის ოდენობით (გაზრდილია 170,0 მლნ ლარით);



ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები, პროექტის პირველ ვარიანთან შედარებით გაზრდილია 15,6 მლნ ლარით და განისაზღვრა 3 644,3 მლნ ლარის ოდენობით მათ შორის:  საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს 1 400.0 მლნ ლარს; საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 844,3 მლნ ლარს; საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 400,0 მლნ ლარს.


ამავდროულად ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 218,5 მლნ ლარის ოდენობით, შესაბამისად ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 425,4 მლნ ლარს შეადგენს.


სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 726,1 მლნ ლარით და შეადგენს 21 880,1 მლნ ლარს.


თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up