2023 წლის ბიუჯეტის შედგენისას, მნიშვნელოვანია ფისკალური წესების დაცვა - რა რეკომენდაციები მისცა სსფ-ს მისიამ საქართველოს მთავრობას?

2023 წლის ბიუჯეტის შედგენისას, მნიშვნელოვანია ფისკალური წესების დაცვა - რა რეკომენდაციები მისცა სსფ-ს მისიამ საქართველოს მთავრობას?

access_time2022-09-16 09:00:40

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზშია აღნიშნული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა წელს მაღალი ტემპით იზრდება. ბიუჯეტის შემოსავლებიც მაღალია.


როგორც სსფ-ში აცხადებენ, უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მნიშვნელოვანია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება და ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება.

ფისკალური სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელება და მუდმივი სიფხიზლე ინფლაციის რისკების მიმართ, გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში.


"გლობალური გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა წელს მაღალი ტემპით იზრდება. ტურიზმის მოსალოდნელზე სწრაფმა აღდგენამ, შემომავალი ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე იმიგრაციასთან დაკავშირებულმა ნაკადებმა ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო პოზიციის განმტკიცებას და შიდა მოთხოვნის შენარჩუნებას. 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 9 პროცენტამდე გავზარდეთ, რადგან დღეის მდგომარეობით, უკრაინაში მიმდინარე ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ რეალიზებულა. ეკონომიკის ზრდამ განამტკიცა საბანკო სექტორის მდგრადობა. ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სამიზნე მაჩვენებელზე გაცილებით მაღლა ნარჩუნდება.

გაურკვევლობა უჩვეულოდ მაღალია და არის შესამჩნევი დაღმავალი რისკები, მათ შორის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის ზრდის მკვეთრი შენელების, გლობალური ფინანსური პირობები გამკაცრების, ტურიზმისა და სხვა გარე წყაროებიდან შემოდინების შესაძლო შესუსტების და საქონლის მაღალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნების გამო. ეს რთული გარემო მოითხოვს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას, განსაკუთრებით გაცვლითი კურსის მოქნილობას და ფისკალური და სავალუტო ბუფერების დაგროვებას, ასევე ინფლაციური მოლოდინების მართვას.



2022 წლის ბიუჯეტის შესრულება პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს, შემოსავლები მოსალოდნელზე მაღალია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი და ინფლაცია. მოსალოდნელზე აღმატებით მიღებული შემოსავლის დაზოგვა გააძლიერებს ფისკალურ ბუფერებს და ხელს შეუწყობს ინფლაციური ზეწოლის შეკავებას. 2023 წლის ბიუჯეტის შედგენისას, მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური წესების დაცვა, საქართველოს სსფ-ის მხარდაჭერილი პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების შესაბამისად“,  განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონისმა.


მისივე თქმით, სსფ-ს მისამ შეაფასა პროგრესი სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაძლიერების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მხარდაჭერის სქემის შემუშავებაში.


„ამ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელება შეზღუდავს ფისკალურ რისკებს და გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას საშუალოვადიან პერსპექტივაში.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები ინფლაციის შესამცირებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. მისია მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების ერთგულებას გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შოკების შთანთქმის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სავალუტო ბუფერების შევსება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინებების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდებით - სავალუტო ინტერვენციებით - სათანადოდ შეავსო რეზერვები. სებ-მა უნდა გააგრძელოს ინფლაციის დინამიკაზე ზედმიწევნითი დაკვირვება და მზად იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი აწევისთვის თუ ინფლაცია უფრო ყოვლისმომცველი გახდება ან მაღალ დონეზე შენარჩუნების ნიშნები გამოიკვეთა.


სსფ-ს მისია მადლობას ვუხდით ქვეყნის ხელისუფლების ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისა და სტუმართმოყვარეობისთვის ვიზიტის განმავლობაში. სსფ-ს გუნდი შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დავითაშვილს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ ქარსელაძეს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, კერძო სექტორისა და დონორთა წარმომადგენლებს. ჩვენ მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმების პროგრამის პირველი მიმოხილვის კონტექსტში“,  აცხადებს ჯეიმს ჯონისი. 


თეგები:
სსფ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up