2023 წლიდან საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება

2023 წლიდან საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება

access_time2021-09-14 20:00:00

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები - კანონპროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა, რომლის მიხედვით, 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება. ინფონრმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას განცხადებით, რომელმაც კანონპროექტების ზოგად პრინციპებზე ისაუბრა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.


„ღვინის კატეგორიებს ემატება ახალი - „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. შემდეგი ცვლილება ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი, ანუ ღვინის ბაზაზე დამზადებული სასმელი. მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სავალდებულო სერტიფიცირებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შემოდის. ეს ადგილობრივი ბაზრის მეტი კონტროლის საშუალებას მოგვცემს. კანონში შეტანილი ცვლილებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი ორგანოების მიმართვის საფუძველზე, ტრანზიტული ტვირთების ექსპერტული ანალიზის ჩატარების უფლება ენიჭება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.


„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი სხვა ცვლილებები აღნიშნული ოთხი მთავარი ცვლილებიდან გამომდინარეობს.


„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიცირების მიზანს მოქმედი კოდექსის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.



მომხსენებლის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კი უკვე არსებული ჯარიმების ოდენობის დაზუსტება ხდება და შესაბამისი ჯარიმები კონკრეტული თანხით განისაზღვრება.


აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.


კომიტეტმა, დღესვე. მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა საკანონმდებლო პაკეტი -კანონპროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, ხატია წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის, ზაალ დუგლაძის, სამველ მანუკიანის და გოდერძი ჩანქსელიანის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და ასევე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული კანონპროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.


ორივე საკითხზე მომხსენებელი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იყო.


კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტებს ასევე მხარი დაუჭირა.







ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up