2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

access_time2022-10-04 16:00:54

მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.




ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც არამიზანშეწონილია.




აღნიშნულის გათვალისწინებით, მალე კანონით საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ზრდა განისაზღვრება არანაკლებ ბოლო ოთხ კვარტალში, საქსტატის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული, „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ სტატისტიკურ მონაცემებში, არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით. 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის ნახევრით, ხოლო 2026 წლიდან აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლით.




ამასთან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი არ უნდა იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი. აღნიშნული ზღვრების ფაქტიური მაჩვენებლების მიხედვით დარღვევის შემთხვევაში, მთავრობა მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ ზღვრებში დაბრუნების გეგმას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საბიუჯეტო წელს.





ცხადია კანონპროექტის დამტკიცება, 2023 წლიდან, ყოველწლიურად გამოიწვევს ერთიანი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას. მიმდინარე წლის ფაქტიურად გაწეული ხარჯების მიხედვით გადაანგარიშებით და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული, არასახელმწიფო სექტორში ბოლო 4 კვარტალში ნომინალური საშუალო ხელფასის ზრდის მაჩვენებლის (14,2%) გათვალისწინებით 2023 წლისთვის საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება 7,1%-ით და განისაზღვრება 1 180 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლიდან (შტატით გათვალისწინებული თანამდებობები) დამატებითი ხარჯი იქნება დაახლოებით 250,0 მლნ ლარი, მათ შორის:


• სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებითი ხარჯი - 200,0 მლნ ლარი;


• მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დამატებითი ხარჯი - 50,0 მლნ ლარი;
2024-2026 წლებში, არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფონდი დამატებით გაიზრდება წლიურად საშუალოდ 250-300,0 მლნ ლარის ფარგლებში.


გასათვალისწინებელია, რომ არასახელმწიფო სექტორში ნომინალური საშუალო ხელფასი მუდმივად აღემატებოდა სახელმწიფო სექტორში არსებულ ხელფასებს. საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი 2006-2016 წლებში თანაბარი 15%-იყო, ხოლო 2017 წლიდან, ფისკალური კონსოლიდაციის და შემდგომ პანდემიის გავლენით, სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩა არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდის ტემპს. კერძოდ 2017-2021 წლებში, ნომინალური ხელფასის საშუალო წლიურმა ზრდამ კერძო სექტორში 9% შეადგინა, ხოლო სახელმწიფო სექტორში მხოლოდ 5%.


2017 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვაობა სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში ნომინალურ საშუალო ხელფასებს შორის. კერძოდ, თუ 2009-2016 წლებში სახელმწიფო სექტორში ნომინალური საშუალო ხელფასი არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 88%-ს შეადგენდა, აღნიშნული მონაცემის საშუალო მაჩვენებელი 2017-2021 წლებში 78%-მდე შემცირდა, ხოლო უშუალოდ 2021 წელს 74% შეადგინა.


2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 16%-ით და 1541 ლარს შეადგენს, თუმცა ზრდამ არასახელმწიფო სექტორში 16,8% შეადგინა (1702 ლარი), ხოლო სახელმწიფო სექტორში, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდის მიუხედავად, საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდამ მხოლოდ 13% შეადგინა (1254,9 ლარი)


საგულისხმოა ისიც,რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში, ხელფასები 2022 წელს პირველად გაიზარდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წელს კერძო სექტორში საშუალო ხელფასი გაცილებით მეტად არის მომატებული, ვიდრე საჯარო სექტორში.

საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.

თეგები:
ხელფასები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up