2023 წელს შემოსავლები საერთაშორისო ტურისტებიდან 2019 წლის დონის 130%-მდე აღდგება, — ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
ორგანიზაციის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობები 87%-მდე გაიზრდება იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანი საზღვრებს გახსნის.
„2023 წელს მოსალოდნელია საერთაშორისო მოგზაურობების უფრო ძლიერი აღდგენა, რაც გაზრდის შემოსავალს ტრადიციული ტურიზმიდან და ასევე დადებითად იმოქმედებს სასტუმროებში დაკავებულობის მაჩვენებელზე. მოსალოდნელია, რომ სასტუმროების საშუალო დატვირთვა 59%-ს მიაღწევს“, — აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.