2023 წელს შავი ზღვის საჰაერო ბურთით გადაფრენა იგეგმება

2023 წელს შავი ზღვის საჰაერო ბურთით გადაფრენა იგეგმება

access_time2021-10-13 17:40:00

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შავი ზღვის საჰაერო ბურთით (აეროსტატით) გადაფრენის საერთაშორისო პროექტის საინიციატივო ჯგუფს, პილოტებს რევაზ უთურგაურს და კრიშტოფ ზაპარტს უმასპინძლა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



შეხვედრის მიზანს ღია ზღვაზე აეროსტატის გადაფრენასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების სააგენტოსთვის გაცნობა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა.



სააგენტოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს პროექტის ტექნიკურ და საოპერაციო მხარეზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვის მისაღებად აუცილებელი პირობები გააცნეს და ამასთან, შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებთან შესაბამისი კოორდინაციის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოთქვეს. ასევე, განხილულ იქნა ამჟამად წარმოებაში მყოფი აეროსტატის (Cameron Z-315) საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრაციის, ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის მინიჭებისა და ზედამხედველობის საკითხები.




პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების გამართვა 2023 წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება. საჰაერო ბურთი, რომლის მართვაში ორი პილოტი მიიღებს მონაწილეობას, შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან აიღებს სტარტს (რუმინეთი ან უკრაინა), და საქართველოს ტერიტორიაზე დაეშვება (ფრენის სავარაუდო დრო: 40 საათი). საჰაერო ბურთის ფრენის მარშრუტის მანძილი 1500 კილომეტრი, ხოლო სიმაღლე, ზღვის დონიდან დაახლოებით 6000 მეტრი იქნება. ფრენის მომზადებასა და მართვაში სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, პოლონეთი, ბელგია, აშშ, უკრაინა და სხვ.) სპეციალისტებისაგან დაკომპლეტებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ორ წლიანი მოსამზადებელი პროცესი ისეთი საკითხების გადაჭრას და შესწავლას ითვალისწინებს, როგორიცაა: ამინდის პირობების შესწავლა და მონიტორინგი შავ ზღვაზე ფრენის მარშრუტის გასწვრივ, ფრენის ტაქტიკის განსაზღვრა, საცდელი ფრენის ორგანიზება, სამაშველო, რადიოკავშირის და სხვა სახის აღჭურვილობების ტესტირება და ა.შ.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up