2023 წელს ავიაბილეთებზე ფასების 8,4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

2023 წელს ავიაბილეთებზე ფასების 8,4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

access_time2022-08-13 00:00:00

მოსალოდნელია, რომ გლობალური მოგზაურობის ტარიფები 2023 წლის განმავლობაშიც ზრდას გააგრძელებს, რაც გამოწვეულია საწვავის მაღალი ფასებით, მუშახელის დეფიციტით და ზოგადად ყველაფერზე ფასების მატებით, – აღნიშნულია Global Business Travel Forecast-ში, რომელიც CWT-ის და გლობალური ბიზნეს მოგზაურობის ასოციაციის (GBTA) მიერ გამოქვეყნდა.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს ინდუსტრია უნდა ელოდეს ავიაბილეთებზე ფასების 8,4%-იან ზრდას, სასტუმროების ფასების 8,2%-ით და მანქანის დაქირავების ტარიფების 6,8%-ით გაძვირებას.


ექსპერტების განმარტებით, უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი და სხვა გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, ინფლაციური ზეწოლა, რომელიც ზრდის ხარჯებს და Covid-19-ის შემდგომი გავრცელების რისკი, რამაც შეიძლება შეზღუდოს საქმიანი მოგზაურობა, არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკასა და საქმიანი მოგზაურობის ინდუსტრიაზე.


„საქმიან მოგზაურობებსა და შეხვედრებზე მოთხოვნა გაორმაგებული ძალებით დაბრუნდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – თქვა CWT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ანდერსენმა.


კორპორაციული ავიაბილეთების ფასები 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 12%-ით დაეცა, რასაც 2021 წელს 26%-იანი კლება მოყვა, ხოლო 2021 წელს ეკონომ კლასის ბილეთები 24%-ზე მეტით გაიაფდა, ხოლო პრემიუმ კლასის ბილეთების ფასი 33%-ით დაეცა.



ავიაბილეთის ფასი იცვლება მზარდი მოთხოვნის და საავიაციო ნავთის მაღალი ფასების გამო, რომლებიც ზოგიერთ ბაზარზე გაორმაგდა და S&P Global-ის მონაცემებით ბარელზე $160-ზე მეტია.


2020 წელს ავტომობილების გაქირავების მსოფლიო ფასები 2019 წელთან შედარებით 2,5%-ით დაეცა და შემდეგ, 2021 წელს 5,1%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მიმართულებით 2022 წლის ბოლომდე ფასები გაიზრდება 7.3%-ით, ხოლო მომავალ წელს შემდგომი ზრდა 6.8%-ი იქნება.


ანალოგიურად, სასტუმროების ტარიფები 2020 წელს 13,3%-ით და 2021 წელს 9,5%-ით დაეცა. მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ბოლომდე სასტუმრო მომსახურების ფასები გაიზრდება 18,5%-ით, ხოლო 2023 წელს 8,2%-ით.


ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სასტუმროების ტარიფებმა უკვე გადააჭარბა 2019 წლის დონეს და მოსალოდნელია, რომ მთელს მსოფლიოში სასტუმრო მომსახურების ფასები 2019 წლის დონეს 2023 წლისთვის მიაღწევს.


avianews.ge






„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...


მსგავსი სიახლეები

up