2022 წლის ტოპ-10 ტექნიკური ტენდენცია, რომელიც აქტუალური 2023 წელსაც იქნება

2022 წლის ტოპ-10 ტექნიკური ტენდენცია, რომელიც აქტუალური 2023 წელსაც იქნება

access_time2022-12-18 21:45:05

forbes-ი ფუტურისტული მისწრაფებების შესახებ ხშირად წერს. ამჯერად ჟურნალისტი 10 ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკურ ტენდენციას გამოარჩევს, რომელიც 2022 წელს გააქტიურდა და დიდია მოლოდინი იმისა, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ წელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.



1: გამოთვლითი სიმძლავრე



კომპიუტერული გამოთვლები 2022 წელს ძალიან აქტუალური ახდა. ბევრმა ბიზნესმა მონაცემების გადამუშავება ღრუბლოვანი სისტემით დაიწყო. უმეტესი ნაწილი კი მხოლოდ ახლაღა დაინტერესდა აღნიშნულით.



ჩვენ ასევე ვხედავთ ბიძგს უკეთესი ქსელებისკენ – 5G წვდომა გააქტიურდა, ჰორიზონტზე კი - 6G არის. ეს ნიშნავს უფრო მეტ ძალას, ჩვენს ტელეფონებში, მანქანებსა და მოწყობილობებში.



2: ჭკვიანი მოწყობილობები



კომპიუტერის მზარდი სიმძლავრე გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უფრო ჭკვიანი მოწყობილობები. ჩვენ ახლა გვაქვს ინტელექტუალური ტელევიზორები, ავტონომიური მანქანები და რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებთან ერთად იმუშაონ.


2023 წელს ვიხილავთ ჭკვიანი მოწყობილობის მეტად დანერგვას ყოველდღიურობაში.



3: კვანტური გამოთვლა


კვანტური გამოთვლის ტენდენცია - ინფორმაციის დამუშავება, რომელიც წარმოდგენილია სპეციალური კვანტური მდგომარეობებით, საშუალებას აძლევს მანქანებს, დაამუშაონ ინფორმაცია ტრადიციული კომპიუტერებისგან ფუნდამენტურად განსხვავებულად. კვანტური გამოთვლები პოტენციურად მოგვცემს გამოთვლით ძალას, რომელიც ტრილიონჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე დღევანდელი მოწინავე სუპერკომპიუტერები.
2022 წელს კვანტურმა კომპიუტერებმა უკვე შეცვალეს ლოჯისტიკა, პორტფელის მენეჯმენტი და სხვა. ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.



4: მონაცემებიფიკაცია


დღეს ჩვენი სამყაროს დიგიტალიზაცია ნიშნავს, რომ უზარმაზარი რაოდენობის მონაცემები გვაქვს. სწორედ ეს მონაცემები გახდა ნომერ პირველი ბიზნეს აქტივი ყველა ორგანიზაციისთვის.




მონაცემების შესწავლით შესაძლებელია გამოკვლეული იყოს ამა თუ იმ ბიზნესის მომხმარებლები - რა მოთხოვნილებები აქვთ მათ და რისი შეთავაზება იქნება უმჯობესი.



5: ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობა



ორგანიზაციები და მკვლევრები ახლა იყენებენ მთელ მათ მონაცემებს და გამოთვლით ძალას, რათა მსოფლიოს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები შესთავაზონ.
ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია მანქანური ხედვაა. ჩვენ ახლა გვაქვს კომპიუტერები, რომლებსაც შეუძლიათ ნახონ და ამოიცნონ ობიექტები ვიდეოზე ან ფოტოზე. ასევე დიდ პროგრესს აღწევს ენის დამუშავება, მანქანებს შეუძლიათ ჩვენი ხმების გაგება და ჩვენთან საუბარი.


AI-ს გამოყენება წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. იგივე ტენდენცია იქნება 2023 წელსაც.



6: AR რეალობა


ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს გაჯეტებზე AR რეალობის მოწყობილობები მეტად გამოვიყენოთ.



2022 წელს უფრო ახალი და პორტატიული VR მოწყობილობები ვიხილეთ. გამოვიდა მოწყობილობა, რომელიც ჰგავს სათვალეებს და ა.შ.



2023 წელი მოგვცემს საშუალებას ეს ყველაფერი მეტად ხელმისაწვდომი ახდეს.



7: ციფრული ნდობა
ბლოკჩეინის ტექნოლოგია, განაწილებული წიგნები და შეუცვლელი ტოკენები (NFT) გარდაქმნის ჩვენს სამყაროს. აღნიშნული ტექნოლოგიები 2022 წელს რყევას განიცდიდა.
2023 წელს მოსალოდნელია გამოჩნდნენ უფრო მეტი ახალი კომპანიები, რომლებიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს აირჩევენ.



8: 3D ბეჭდვა



ახლა შეგვიძლია 3D ბეჭდვით ისეთი ნივთების დამზადება, რაზეც ათი წლის წინ ვერასოდეს ვიოცნებებდით. 2022 წარმოებაში ტრანსფორმაცია მოხდა - 3D ბეჭდვის მასობრივი წარმოება დაწიყო. მაგალითად: მორგებული ნაწილები, დაბეჭდილი საკვები, ლითონი და სხეულის პროთეზებიც კი.



9: გენომიკა



2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ორ მეცნიერს, ემანუელ შარპენტიეს და ჯენიფერ ა. დუდნას გადაეცათ გენომის რედაქტირების მეთოდის შემუშავებისთვის. გენომიკა, გენის რედაქტირება და სინთეზური ბიოლოგია 2022 წლის მთავარი ტენდენციაა, რადგან ეს მიღწევები გვეხმარება დაავადებების განკურნებასა და აღმოფხვრაში.



რა თქმა უნდა ენომიკა 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.



10: ახალი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები
ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია არის ახალი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები.



კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო განახლებადი, სუფთა ენერგიის მოხმარებას უფრო მეტად იწყებს. ეს ახალი ტენდენციები საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ გემები, თვითმფრინავები, მატარებლები და გამოვმუშაოთ ენერგია ფართო საზოგადოებისთვის.



წყარო: forbes.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up