2022 წლის ტექნოლოგიური ტრენდები

2022 წლის ტექნოლოგიური ტრენდები

access_time2022-01-30 15:00:39

2022 წელი ტექნოლოგიების მოყვარულთათვის საინტერესო იქნება. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მომხმარებლებს ვირტუალური რეალობის, ელექტროავტომობილების, ჭკვიანი სახლებისა თუ ჯანმრთელობის მიმართულებით დიდ სიახლეებს ჰპირდებიან. თუმცა, ახალი ტექნოლოგიის შექმნას, დახვეწასა და მის საზოგადოებამდე მიტანას ხშირად უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე თავად მწარმოებლებს წარმოუდგენიათ. ეს გარკვეულწილად იმის დამსახურებაა, რომ „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის მოპოვებაზე. თუ კლიენტები კომპანიას არ ენდობიან და უარს ამბობენ ინფორმაციის მიწოდებაზე, ტექნოლოგია ვერ განვითარდება. 

მეტავერსი 

2021 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოვლენა Metaverse-ის დაანონსება იყო. მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა, მხოლოდ სოციალურ ქსელს არ დასჯერებოდა და მუშაობა დაეწყო ვირტუალური რეალობის შექმნაზე, სადაც ადამიანები შეძლებენ ყველაფრის კეთებას, რასაც რეალურ ცხოვრებაში აკეთებენ. მაგალითად, სახლიდან გაუსვლელად წასვლას შოპინგზე, მეგობრებთან შეხვედრას, ბუნებაში გასეირნებას და ა.შ. თუმცა, ვირტუალური რეალობის შესაქმნელად მხოლოდ Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta არ მუშაობს. მას კონკურენციას უწევენ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან AppleMicrosoft და Google. თითოეული მათგანი აქტიურად ემზადება Metaverse-ისთვის საჭირო Headset-ებისა და ოპერაციული სისტემების წარმოებისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით უკვე არა მხოლოდ დიდი კომპანიები, არამედ სტარტაპებიც მუშაობენ, რადგან პანდემიიდან გამომდინარე, ვირტუალური რეალობა ძალიან პერსპექტიულ სფეროდ მიიჩნევა. 

ჭკვიანი სახლი

უკვე რამდენიმე წელია ბაზარზე პოპულარული გახდა Smart ანუ „ჭკვიანი“ საოჯახო ტექნიკა, როგორებიცაა მაცივარი, სარეცხის მანქანა, ტელევიზორი და სხვა. ჭკვიანი ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება და ძალიან მარტივად, ერთი გაჯეტით მართვა. თუ აქამდე, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუცილებელი იყო ერთი და იმავე ბრენდის ტექნიკის შეძენა, ახლა მომხმარებელს ეს დაბრკოლებაც აღარ ექნება. 

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნიკის მწარმოებლები, რომელთა შორისაა AppleSamsungAmazon და Google „ჭკვიანი სახლის“ ერთობლივი სტანდარტის – Matter-ის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრენდის Smart საოჯახო ტექნიკა შეძლებს ჰარმონიულად მუშაობას და მომხმარებელს არ მოუწევს იმაზე ფიქრი, თუ რომელ ეკოსისტემას იყენებს კონკრეტული მათგანი. ეს კი საკმაოდ გააფართოებს არჩევანს.


ელექტროავტომობილები

ელექტრომობილი საზოგადოებისთვის სიახლე უკვე აღარ არის, თუმცა, ჯერ არცთუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის ძირითადი მიზეზი მაღალი ფასი და დასამუხტი ადგილების სიმცირეა. მიმდინარე წელს FordGeneral MotorsMercedes Benz და Volkswagen შეეცდებიან, რომ ელექტროავტომობილები მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზონ. რამდენიმე მათგანი, სედანის გარდა, სხვა ტიპის ელექტროავტომობილების წარმოების დაწყებასაც გეგმავს. რაც შეეხება ელექტრომობილების ბაზრის ლიდერ Tesla-ს, ის კვლავ აგრძელებს გაფართოებას. ბაზარზე ახალი და პოპულარული სტარტაპები Lucid და Rivian-იც ასევე აქტიურად მუშაობენ.

ჯანმრთელობა

სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ფიტნესგაჯეტები – Apple Watch და Fitbit, რომელთა მთავარი ფუნქცია ადამიანის სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლია. შესაბამისად, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაჯეტიც უფრო პატარა და კომფორტული გახდეს. კომპანია Oura-მ უკვე გააცნო საზოგადოებას ბეჭედი, რომელიც სენსორებით არის აღჭურვილი და მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას აგროვებს ადამიანის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ. მსგავსი ბეჭედი წარუდგინა საზოგადოებას კომპანია Movano-მ, რომელიც პოტენციური ქრონიკული დაავადების შესახებაც კი აფრთხილებს ადამიანს.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up