2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს - “ამბასადორი ბათუმი აილენდი”

2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს - “ამბასადორი ბათუმი აილენდი”

access_time2022-12-07 11:30:16

ამბასადორი ბათუმი აილენდმა ხელოვნური კუნძულის დაპროექტება-მშენებლობის ფარგლებში  ხელშეკრულება წამყვან ამერიკულ არქიტექტორულ კომპანიასთან,  ShoP Architects-თან გააფორმა.


როგორც “ამბასადორი ბათუმი აილენდში“ განმარტავენ, ShoP Architects-ი ამერიკაში 2022 წლის საუკეთესო არქიტექტორულ კომპანიად დასახელდა. მათი დაპროექტებულია ისეთი ცნობილი შენობები, როგორიცაა: მსოფლიოში ყველაზე ვიწრო შენობა მანჰეტენზე 111w 57th street, Brooklyn Tower-ი, Uber-ის სათავო ოფისი, YouTube-ის სათავო ოფისი, Google-ის ოფისი, NBA-ში მოთამაშე Brooklyn Nets-ის არენა Barclays ცენტრი, Uber Air, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში, ფულბრაითის უნივერსიტეტი და ა.შ.


ShoP Architects-ი ამბასადორი ჯგუფის დაკვეთით დააპროექტებს ულტრათანამედროვე მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობას ბათუმში, ხელოვნურ ნახევარკუნძულზე, რომელიც გააერთიანებს სასტუმრო და საცხოვრებელ ბლოკებს, ბიზნეს ცენტრებს და დასასვენებელ-სარეკრეაციო სივრცეებს.



ShoP Architects-ის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში, ძალიან მალე მოიპოვებს საერთაშორისო ცნობადობას და აღიარებას, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქალაქის და მთლიანად ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.


მიმდინარე წლის სექტემბერში  SHoP Arc-ის დამფუძნებლები არქიტექტორების გუნდთან ერთად საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ ამბასადორი ბათუმი აილენდის დამფუძნებლებსა და წარმომადგენლებს, დაათვალიერეს და შეისწავლეს საპროექტო ტერიტორია.


გლობალური არქიტექტორული კომპანია  ShoP Architects-ი 1998 წელს დაარსდა ნიუ იორკში. დღესდღეობით კომპანია 200-ზე მეტ არქიტექტორს აერთიანებს როგორც ამერიკიდან, ისე მსოფლიოს 40 სხვადასხვა ქვეყნიდან. მიღებული აქვს მრავალი ამერიკული და საერთაშორისო ჯილდო არქიტექტურისა და დიზაინის კატეგორიაში, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური კომპანიის პრიზი (2014).

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up