წლის პირველ ნახევარში საქართველომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით 107 მლნ ბარელი ნავთობი გაატარა - BP

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით 107 მლნ ბარელი ნავთობი გაატარა - BP

access_time2022-08-09 11:00:15

BP კავკასიაში საქმიანობის შედეგებს აჯამებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ნახევრის ანგარიშიდან ირკვევა, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში სანგაჩალის ტერმინალმა 114 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის და კონდენსატის ექსპორტი განახორციელა. მათ შორის, 107 მილიონი ბარელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით და დაახლოებით 7 მილიონი ბარელი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის) გავლით.


„გაზის ექსპორტი განხორციელდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების სისტემის და აზერბაიჯანის გაზის მილსადენების საშუალებით, რომელიც სანგაჩალის ტერმინალის გაზის გადამამუშავებელ მოწყობილობებს აზერიგაზის ეროვნულ გამანაწილებელ სისტემასთან აკავშირებს. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, სანგაჩალის ტერმინალიდან ექსპორტზე დღეში საშუალოდ 69 მილიონ სტანდარტულ კუბურ მეტრზე მეტი შაჰ-დენიზის გაზი გადიოდა. (დაახლოებით 2,440 მილიონ სტანდარტულ კუბურ ფუტი)“,  ნათქვამია ინფორმაციაში.


გარდა ამისა, 2022 წლის 23 მარტს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა (BTC) მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია და სანგაჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე მე-5000 ტანკერი ჩაიტვირთა. 1768კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2022 მეორე კვარტლის ბოლომდე ჯამში 3.87 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (516 ტონაზე მეტი). 5087 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე. 2022 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 107 მილიონი ბარელი (14.1 მილიონ ტონაზე მეტი) ბი-თი-სი-ს მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 148 ტანკერში ჩაიტვირთა.



რაც შეეხება შაჰ დენიზსს, 2022 წლის პირველ ნახევარში საბადომ ჯამში 13 მილიარდ სტანდარტულ კუბურ მეტრზე მეტი გაზი აწარმოა და დაახლოებით 2 მილიონი ტონა (18 მილიონ ბარელზე მეტი) კონდენსატი შაჰ-დენიზ ალფა და შაჰ-დენიზ ბრავო პლატფორმებიდან. შაჰ-დენიზის არსებული მოწყობილობების საწარმოო სიმძლავრე ამჟამად დღეში 70 მილიონ სტანდარტულ კუბურ მეტრ გაზზე მეტია, რაც წელიწადში 25 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება.


BP ექსფლორეიშენის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის მილსადენი (SCP) კი 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში. 2022 წლის პირველ ნახევარში, SCP-ის გაზის საშუალო გატარება იყო 56.9 მილიონი კუბური მეტრი დღეში.


ასევე მნიშვნელოვანია აზერი-ჩირაგ-გუნაშლი (ACG), რომელმაც წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საშუალოდ დღეში 424,000 ბარელი ნავთობი აწარმოა. (ჯამში 77 მილიონი ბარელი ანუ 10 მილიონი ტონა) შემდეგი პლატფორმებიდან: ჩირაგიდან (25,000 ბ/დ), ცენტრალური აზერიდან (108,000 ბ/დ), დასავლეთ აზერიდან (109,000 ბ/დ), აღმოსავლეთ აზერიდან (62,000 ბ/დ), გუნეშლის ღრმაწყლებიდან (78,000 ბ/დ) და დასავლეთ ჩირაგიდან (42,000 ბ/დ). კვარტალის ბოლოს, 136 ჭაბურღილი აწარმოებდა ნავთობს, აქედან 37 ჭაბურღილი წყლის და რვა კი გაზის ინიექციისათვის იყო გამოყენებული.

თეგები:
BP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up