2022 წლის მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები

2022 წლის მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები

access_time2022-01-15 16:30:14

2021 წლის ტექნოლოგიური ტრენდების დიდი ნაწილი იყო პანდემიის გამო ცხოვრების ტრანსფორმაციის შედეგი. კორონავირუსზე სწრაფი გამარჯვების იმედი ფუჭი აღმოჩნდა  და, როგორც ჩანს, ის ჯერ კარგა ხანი არ დატოვებს კაცობრიობას. საბოლოო ჯამში ადამიანებს მასთან თანაცხოვრებისთვის ადაპტირება მოუწევთ.

2021 წლის ტექნოლოგიებში 12 ტრენდიდან 3, - ავტომატიზება, განაწილებული წარმოება და ავტონომიური სისტემები, სწორედ პანდემიის გამოძახილია.

ავტონომიურობა დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ის წარმოების პროცესში ადამიანების მინიმალურ ჩართვას გულისხმობს. ყველა, ვისაც შეუძლია, დისტანციურად უნდა მუშაობდეს. ყველაფერი, რასაც შეუძლია ადამიანის მონაწილეობის გარეშე ფუნქციონირება, ამისთვის მზად უნდა იყოს.

2021 წელს განხორციელდა ან დაიტესტა ბევრი კომერციული უპილოტო პროექტი - მაგალითად, კვების მიწოდების დარგში, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანისგან დამოუკიდებელი გახდება.

მსგავსი ექსპერიმენტები ლოკალური ტრანსპორტირების სფეროშიც გაჩნდა - პირველი უპილოტო ტაქსები ჩინეთში და კალიფორნიაში უკვე ამოქმედდა. 2022 წელს უპილოტო სატვირთო გადაზიდვების დაწყებაც იგეგმება, ხოლო Amazon და Walmart ტვირთების მფრინავი უპილოტო აპარატების მეშვეობით ტრანსპორტირებაზე მუშაობენ.

2022 წელს ეს მიმართულება კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება და ჩვენ სხვადასხვა დარგში უამრავ ახალ უპილოტო აპარატს დავინახავთ, რაც საბოლოო ჯამში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან შეცვლას გამოიწვევს.

2021 წლის ერთ-ერთი ახალი ტრენდი იყო მარკ ცუკერბერგის მეტასამყაროს იდეა, რომელიც ადრე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებთან ასოცირდებოდა, დღეს კი გაცილებით უფრო ფართო შინაარსი შეიძინა.


2022 წელს ჩვენ ამ თემაზე უამრავი დისკუსიის მოწმეები გავხდებით. სწრაფი განვითარება ელის ვირტუალური მუზარადების და სათვალეების ბაზარს, რომელსაც დღეს მთლიანად Google და Apple აკონტროლებენ, თუმცა, მასზე აქტიურად შემოდის Meta (Facebook), რომელიც საკუთარ მეტასამყაროს ქმნის და, შესაბამისად, აღჭურვილობის წარმოებასაც გეგმავს.

მომავალში მეტასამყაროს მთავარი მონაწილეები არა მოზარდები და მოთამაშეები, არამედ მენეჯერები, ინჟინრები და საოფისე თანამშრომლები იქნებიან.

სწორედ ამ სეგმენტისთვის ბრძოლა განაპირობებს მეტასამყაროს ტექნოლოგიის სამომავლო განვითარებას. ექსპერტებმა ამ ბაზრის მოცულობა 1 ტრლნ. დოლარად შეაფასეს.

2022 წელს მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება ბრძოლა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, და ამ კუთხით ბევრი სიახლე გველის. მთავრობებმა როგორც იქნა გაიაზრეს გლობალური დათბობის საფრთხეები და სწორედ 2021 წელს რამდენიმე ქვეყანამ ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების შემცირების და „დეკარბონიზაციის“ პროგრამა წარადგინა.

„მწვანე“ ტექნოლოგიებში ჩაიდება მილიარდობით დოლარი, მთავრობები კი ტყეების გაჩეხვის შემცირებას, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დანერგვას და წიაღისეული საწვავის მოპოვების შემცირებას ფინანსურად წაახალისებენ.

კლიმატურ დღის წესრიგში მსხვილი კორპორაციებიც ჩაერთნენ, ასე რომ, 2022 წელს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების კუთხით, ბევრ ახალ ექსპერიმენტს ვნახავთ.

სავარაუდოდ, სწორედ სატრანსპორტო სფერო იქნება სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიების კონცენტრაციის წერტილი, როგორც ავტონომიურობის განვითარების, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ძრავების დამუშავების კუთხით.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: forbes




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up