1-ლი იანვრიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის ქონება $75 მილიონით შემცირდა

1-ლი იანვრიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის ქონება $75 მილიონით შემცირდა

access_time2022-01-28 11:00:16

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ქონება 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე 1.2%-ით, $75 მილიონით შემცირდა. 27 იანვრის მონაცემებით, ბიზნესმენის ქონების ღირებულება $5.97 მილიარდს შეადგენს. ამ ფინანსური მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი, ხოლო მსოფლიოს რიგით 450-ე უმდიდრესი ადამიანია.


 



აღსანიშნავია, რომ გავლენიანი გამოცემის შეფასებით, ბოლო 24 საათში მილიარდერის ქონება  $25 მლნ-ით შემცირდა. ბოლო ერთ წლის განმავლობაში ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2021 წლის 8 ნოემბერს იყო და $6.1 მილიარდს შეადგენდა.

 


რაც შეეხება Forbes-ს, გამოცემის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება კვლავ $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. გლობალურ რეიტინგში ექს-პრემიერი 598-ე ადგილზეა.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ გამოცემა Entrepreneur-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, მისი აქტივების დიდი უმრავლესობას კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცემდა. აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერების სიას თან ბიზნესმენების ციტატები ახლავს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ: „ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, ორასი მილიონი საკმარისია. შემდეგ ეს უბრალოდ სპორტია“.

 

ჩამოშორდა თუ არა „სპორტს“ ყველაზე მდიდარი ქართველი, უცნობია, თუმცა Entrepreneur-თან ამბობს, რომ ბიზნეს გამოცემების მონაცემები მოძველებულია. მისი განცხადებით, Forbes-თან 10 წელზე მეტია, ხოლო Bloomberg-თან საერთოდ არ უთანამშრომლია. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ ამ წლების განმავლობაში მისი კაპიტალი ვერ გაიზრდებოდა, რადგან აქტიური ბიზნეს საქმიანობა პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაასრულა.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up