2022 წლის 1-ლი იანვრიდან 15 აპრილამდე მთავრობამ 61 517 359 ლარის ქონება გაყიდა

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 15 აპრილამდე მთავრობამ 61 517 359 ლარის ქონება გაყიდა

access_time2022-05-05 10:00:10

წყნეთის სამთავრობო აგარაკები, რიყის დოქები, მიქაელის სახელობის ყოფილი საავადმყოფო - 2022 წლის პირველი ნახევარი პრივატიზაციის კუთხით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ეკონომიკის სამინისტრომ ის ობიექტები გაასხვისა, რომლითაც  წლების განმავლობაში არც ქართველ და არც უცხოელი ინვესტორები არ ინტერესდებოდნენ.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა 2022 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის 15 აპრილამდე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რამდენი მლნ ლარის ღირებულების ქონება გაყიდა. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ უწყებამ 184 ობიექტი 57 588 175 ლარად გაასხვისა.  ქონების ჯამური საწყისი ფასი 49 819 525 ლარი იყო.

 

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში აუქციონის პირდაპირი წესით 2022 წელს, 7 169 887 ლარის ღირებულების 9 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება გაიყიდა. მათ შორის აღსანიშნავია ორი აუქციონი - პირველი აუქციონი ეხება აბასთუმანში არსებულ 2 122 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 355 კვ.მ შენობა-ნაგებობას, რომელიც სახელმწიფომ შპს „ეფ ტელეკომს“ სიმბოლურად ერთ ლარად გადასცა.

 

საპრივატიზებო ვალდებულებით ერთ ლარად ქონების გადაცემაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთ ფაქტი - ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს „ეფ ტელეკომი“ 2017 წელს დაარსდა, მისი დირექტორი  გიორგი ხარაბაძე, ხოლო 100% წილის მმართველი შპს „ესარჯი რიალ ისთეითი“. თავის მხრივ ამ კომპანიის 95 % საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“ ეკუთვნის . მათ მფლობელობაშია Radisson Blu და Radisson Collection-ის სასტუმროები. კომპანია ასევე მუშაობს ერთ-ერთ ცნობილ პროექტ „ბათუმი რივიერაზე“. სილქ როუდ ჯგუფის საკუთრებაში „სილქ როუდ ბანკი“. მათვე  ეკუთვნით საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშე „სილქნეტი“. კომპანიამ 2018 წლის იანვარში ქვეყნის უდიდესი მობილური ქსელი ჯეოსელი შეისყიდა. ასევე „სილქ როუდი“ აწარმოებს გადაზიდვის სერვისს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

 


საქართველოს მთავრობამ ქვეყნის უმსხვილეს და კარგად დამკვიდრებულ კომპანიას ვალდებულებად განუსაზღვრა საპრივატიზებო თანხის, ერთი ლარის 1 თვის ვადაში გადახდა და 2024 წლის 31 დეკემბრამდე, უძრავი ქონების განვითარების მიზნით  ამავე ტერიტორიაზე არანაკლებ 3 090 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

 

რაც შეეხება მეორე აუქციონს, გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ შპს „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი ერთ ლარად, უპირობოდ ა(ა)იპ - საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების ფონდს გადასცა.


პირდაპირი წესით გასხვისდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიც. ჯამში 4 527 947 ლარის ღირებულების 3 ობიექტი.

 

2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 15 აპრილამდე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 61 517 359 ლარის ღირებულების ქონება გაყიდა. გამოთხოვილ ინფორმაციაში, უწყებას შეტანილი არ აქვს წყნეთის სამთავრობო აგარაკები- ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 47 000 000 ლარი შეადგინა.

 

შედარებისთვის 2021 წელს აუქციონზე ეკონომიკის სამინისტრომ 268 სახელმწიფო ქონება გაიყიდა. აუქციონი 7 ეტაპად ჩატარდა, გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ კი 213 217 200 ლარი შეადგინა. ხოლო, 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ბიუჯეტმა 130 485 115 ლარის სარგებელი მიიღო.

 

ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up